"მანჩესტერ სიტი" ევროპის იმ წამყვან კლუბთა სიას შეემატა, რომლებიც "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ანხელ დი მარიას გადაბირებას ცდილობენ.
"ქალაქელებს" არგენტინელი ვინგერის შეძენა გასულ ზაფხულსაც სურდათ, თუმცა თანაქალაქელ კონკურენტებს წინააღმდეგობა ფინანსური ფეირ-პლეის გამო ვერ გაუწიეს.
"სიტის" საფეხბურთო დირექტორი ანხელ დი მარიას მდგომარეობას აკვირდება და მისთვის ცნობილია, რომ "იუნაიტედში" ანხელი თავს ბედნიერად არ გრძნობს.
ზაფხულს "ცისფრებს" საშუალება ექნებათ საჭირო თანხა დახარჯონ, რაც მათ სასურველი ფეხბურთელების შეძენაში დაეხმარება, თუმცა დი მარიამ საჯაროდ არაერთხელ დაადასტურა, რომ მომდევნო სეზონში თავისი შესაძლებლობების დამტკიცება "იუნაიტედში" სურს.