"ინტერის" ნახევარმცველის უესლი სნეიდერის აგენტმა ყველანაირი ჭორი უარყო იმის შესახებ, რომ თითქოსდა სნეიდერი "ტოტენჰემში" უნდა გადასულიყო. ბოლო დროს პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 28 წლის ნახევარმცველს უკვე აქვს შეთავაზება ლონდონური კლუბისგან და ის სეზონის ბოლოს გადავა "მამლებში". შესაძლოა, რომ სნეიდერმა მართლაც დატოვოს კლუბი, მაგრამ აგენტის განცხადებით მისი მომავალი კლუბი "ტოტენჰემი" არ იქნება. "ეს ჭორი არანაირად არ შეეესაბამება რეალობას, მეტიც ის არასდროს გადავა "ტოტენჰემში."-განაცხადა აგენტმა ჰოლანდიურ გამოცემასთან Algemeen Dagblad-თან ინტერვიუში. წყარო:FAPL.RU