"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალ ფორმას პირველ აგვისტოს წარადგენენ.
როგორც უკვე იცით, 2015/16 წლების სეზონიდან 10 წლის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედი" ადიდასის ეკიპირებით იასპარეზებს. შეთანხმება გასულ წელს შედგა და ახალი სპონსორისგან "ეშმაკები" შემდეგ დეკადაში 750 მილიონს მიიღებენ.
ეს ცნობები თითქმის ყველასთვის ცნობილი იყო, თუმცა რამდენიმე დღის წინ გაჩნდა ახალი ინფორმაციებიც: კერძოდ, უკვე დადასტურებულია, რომ ახალ ფორმას პირველ აგვისტოს წარადგენენ.
ასევე, თუკი ბრიტანულ გამოცემებს დავუჯერებთ პირველად ახალ ფორმას სარეზერვო გუნდის მოთამაშეები მოირგებენ. მართალია, "იუნაიტედის" პირველ გუნდს საზაფხულო ტურნე წინ აქვს, მაგრამ მოსამზადებელი მატჩები 17-29 ივლისს არის დაგეგმილი, ხოლო ახალ ფორმას როგორც უკვე აღვნიშნეთ 1 აგვისტოს წარადგენენ, რაც შეეხება პრემიერ ლიგას მისი პირველი ტური 8-10 აგვისტოს ჩატარდება, ხოლო 1 აგვისტოსა და 8 აგვისტოს შორის სწორედ ახალგაზრდების მატჩია დაგეგმილი.
ასეთი რამ 2010 წელსაც მოხდა, როდესაც ახალი ფორმა პირველად არა ძირითადმა გუნდმა, არამედ რეზერვებმა მოირგეს.
კიდევ ერთი სიახლე რაც ამ თემას შეეხება ის არის რომ, "იუნაიტედის" გულშემატკივართა მოთხოვნით შეიკერება XXXXL მაისურები. აქამდე ყველაზე დიდი ზომა, რომელიც შეგეძლოთ შეგეძინათ იყო XXXL.
პრემიერ ლიგის გუნდებიდან ამაზე დიდი ზომა, მხოლოდ "ჩელსის" და "ტოტენჰემის" ფორმები იკერება, კერძოდ 5XL.