მადრიდის "რეალი" უკვე რამოდენიმე თვეა ცდილობს "წითელი ეშმაკების" გოლკიპერის გადაბირებას "სანტიაგო ბერნაბეუზე". ჭორების თანახმად, და "მანჩესტერ იუნაიტედის" კონტრაქტზე ხელის არ მოწერით, დავიდიც თავის მხრივ ბლანკოსთა რიგებში გადასვლის სურვილს აჩვენებს.
"AS"-ზე დაყრდნობით, დავიდ დე ხეა საბოლოოდ თუ დაადასტურებს "რეალში" გადასვლას, იგი გახდება მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული გოლკიპერი, ვინაიდან მადრიდის "რეალი" მის შეძენას 41 მილიონად აპირებს.
სატრანსფერო ღირებულება შეადგენს 34 მილიონ ევროს, დანარჩენ 7 მილიონს "წითლები" სხვადასხვა ბონუსის სახით მიიღებენ.
დე ხეამ "ოლდ ტრაფორდზე" გატარებული 4 სეზონის განმავლობაში შეძლო "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად პრემიერ ლიგის ერთხელ და ინგლისის სუპერთასის ორჯერ მოგება.