"მანჩესტერ იუნაიტედმა" ხელიდან გაუშვა პოლ პოგბას ნიჭი, როცა მას "იუვენტუსში" მისცა გადასვლის ნება, შემდეგ კი თავად პოლ პოგბა გაუშვა ხელიდან, როცა მის გადაბირებას წარუმატებლად ცდილობდა.
"წითელმა ეშმაკებმა" "ოლდ ტრაფორდზე" ფრანგის დაბრუნების მცდელობის წარუმატებლობის შემდეგ მისი ალტერნატივა იპოვეს შვედი ამომავალი ვარსკვლავის ჯოსეფ კოლის სახით, თუმცა მისთვის ბრძოლაში "ჩელსის" წინააღმდეგ დამარცხდნენ.
16-წლის "ბრომაპოიკარნელი" ახალგაზრდა გასულ კვირას თავის თანაგუნდელებს გამოემშვიდობა და "სტემფორდ ბრიჯზე" გადაბარგდა.
მაღალ, ფიზიკურად ძლიერ ფეხბურთელს შეუძლია დაცვის მარჯვენა ფლანგის, დაცვის ცენტრის ან ცენტრალური ნახევარდაცვის პოზიციის დაკავება.
"ბრომაპოიკარნას" 19-წლამდელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დალი სავიჩმა განაცხადა, რომ კოლი თამაშის სტილით "იუვენტუსის" ნახევარმცველ პოლ პოგბას ჰგავს.