პორტუგალიელი ფეხბურთელი "წითელი ეშმაკების" რიგებს 10 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ დატოვებს, თუმცა მისი ხელფასის (100 ათასი ფუნტი კვირაში) დაკმაყოფილება შესყიდვის მსურველ გუნდებს უჭირთ.
გასულ კვირაში "რომამ" ლონდონში 4-დღიანი შეხვედრა განახორციელა, რათა კლუბის რეორგანიზაციის საკითხები მოეგვარებინა.
ნანის მიმართ ინტერესს მილანის "ინტერიც" იჩენს, თუმცა პორტუგალიელი პირველი არჩევანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ რობერტო მანჩინი "ჩელსიდან" ხუან კუადრადოს იჯარით აყვანას ვერ მოახერხებს.