თბილისი:
მანჩესტერი:
8-06-2015, 19:08
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2689,
კომენტარები: 14
ჩიჩარიტო: "იუნაიტედში" შანსი მექნება"
ხავიერ ერნანდესი დაბრუნების იმედს არ კარგავს.
ჩიჩარიტო:
ხავიერ ერნანდესს სჯერა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ჯერ კიდევ მოახერხებს თამაშს.

27-წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი იჯარის წესით მადრიდის "რეალში" გაატარა, რადგან ვან გაალმა მისი სამსახური საჭიროდ არ ჩათვალა.

"რეალმა" მექსიკელის გამოსყიდვა არ ისურვა და ერნანდესი მომდევნო თვეს კარინგტონს დაუბრუნდება.

ვან გაალი ჩიჩარიტოსთვის შანსის მიცემას არც ამჯერად აპირებს, თუმცა თავად ფეხბურთელს სჯერა, რომ თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გავა, თამაშის საშუალება მიეცემა.

"განსხვავებული ვითარება იყო. ვან გაალი მოვიდა და გუნდის გადაწყობა, მისი შემცირება ისურვა.

"იუნაიტედს" ევროტურნირებზე თამაში არ უხდებოდა, ამიტომ ვან გაალს არ სურდა ბევრი ფეხბურთელი დაეტოვებინა, რადგან ისინი თამაშის შანსს ვერ მიიღებდნენ.

ახლა კი სხვა სიტუაციაა. კლუბი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, უფრო მეტ შეხვედრას ჩაატარებს, ამიტომ უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება.

ვფიქრობ, "იუნაიტედში" თამაშის შანსი მექნება. ყველაფერი, რაც მინდა, იმ გუნდში გადასვლაა, სადაც სათამაშო დრო მომეცემა. იქნება ეს "იუნაიტედი" თუ სხვა გუნდი, სულერთია - ნებისმიერ შემთხვევაში ბედნიერი ვიქნები. სხვა დანარჩენზე მთავარი ჩემთვის თამაშია.

"რეალს" ჰქონდა ვადა, რათა ჩემი გამოსყიდვა მოეხერხებინა, მაგრამ ხელიდან გაუშვა. ახლა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ვარ, აი რა არის რეალობა",
- განაცხადა ხავიერ ერნანდესმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
8 ივნისი 2015 22:47
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
შენი ტევესი დედა ვატირე
0
№12
ავტორი: temo-scholes
9 ივნისი 2015 08:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1664
davtovot da stabiluri zamena gveyoleba... Yvelam kargad vicit rogori kargicaa zamenidan...
0
№13
ავტორი: ვახო ( G G M U)
9 ივნისი 2015 09:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ეხლა ხარ მანჩესტერის ფეხბურთელი??? ერთ ადგილს რო ულოკავდი რეალს ის არაფერი??? აქ მოსული არ დაგინახო!!! nope2
0
№14
ავტორი: Wardell
9 ივნისი 2015 16:31
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
gilmour,
არა არ უნდა ეთქვა, უნდა ეთქვა რო მე მანჩესტერის საკუთრება ვარო.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top