"წითელი ეშმაკები" სხვადასხვა ქვეყანაში ისვენებენ.
4 ივნისი - სემი შტატებში წავიდა
პლეი-ოფის ფინალურ ეტაპზე "სუინდონ თაუნის" წინააღმდეგ მატჩში იჯარით მყოფ კლუბ "პრესტონ ნორტ ენდისთვის" დახმარების შემდეგ ახალგაზრდა მეკარე სემ ჯონსტონი არდაგებზე ნიუ-იორკში გამეგზავრა.
4 ივნისი - შოუ ესპანეთშია ლუკ შოუმ ზაფხულის არდადეგების მიმდინარეობისას თავისი პირველი ფოტო ატვირთა, რომელსაც მიაწერა:
კარგია ამ ბიჭთან ერთად ესპანეთში დაბრუნება, ყველაზე მხიარული ადამიანია მათ შორის, ვისაც ვიცნობ! ჯერ კიდევ უცნობია, ვინ არის ლუკის მეგობარი, მაგრამ მისი გაბარიტების გათვალისწინებით დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ შოუ უსაფრთხოდაა.
4 ივნისი - მადრიდშიანდერ ერერა სოციალური ქსელის ხშირი მომხმარებელია და გულშემატკივართა საყვარელმა ნახევარმცველმა ეს ფოტო ესპანელ ფეხბურთელ ედუ სილვასთან ერთად ატვირთა, რომელსაც თავისი ყოფილი კლუბის, "რეალ სარაგოსას" ახალგაზრდული აკადეემიდან გაგზავნილი წერილის შემდეგ შეხვდა.
5 ივნისი - ლინდეგაარდი ტურნეზეთუ ანდერს ლიდენგაარდს შეხვედრიხართ ან მისი ინტერვიუები წაგიკითხავთ, გეცოდინებათ, რომ ტიპიური ფეხბურთელისგან განსხვავებული კულტურული გემოვნება აქვს. სოციალურ ქსელში მის მიერ ატვირთულ ფოტოს მიაწერა:
#პირველ ყოვლისა ოჯახი #სამიმუშკეტერი #მარაკეჩი #აფრიკა6 ივნისი - საფეხბურთო ვინტაჟიკვლავ უცნობია, სად ისვენებს ხუან მატა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მოედანი მოეძებნა და ეს ფანტასტიკური რეტრო ფოტო გადაეღო, რომელსაც კომენტარი გაუკეთა:
"საფეხბურთო ვინტაჟი. #ძველისკოლა".6 ივნისი - ერერას სამოგზაურო ისტორიამადრიდიდან ერერა პირდაპირ გერმანიაში გაემგზავრა.
"ბერლინის კედელი, დასავლეთ მხრიდან. #ისტორია" - დაპოსტა ანდერმა.
ნაწილი პირველი