თბილისი:
მანჩესტერი:
7-06-2015, 17:52
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3425,
კომენტარები: 13
"მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორია. თავი II. დანგრეული სახლი
"უდიადესი საფეხბურთო ზღაპარი, რომელიც ოდესმე უამბნიათ"
იმ დროისთვის, როდესაც ერნესტ მანგნელის გუნდმა მეორედ მოიგო ქვეყნის პირველობა, "იუნაიტედს" შესაშური სტადიონი ჰქონდა, რომელიც ვერცხლის თასებით იყო მორთული. "ოლდ ტრაფორდის", კლუბის მესამე სახლის, კარები გულშემატკივართათვის 1910 წელს გაიღო და მაშინვე ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად იქცა.

სამწუხაროდ, "წითლების" ტრიუმფალური სვლა შეწყდა მას შემდეგ, რაც მათ სამ წელიწადში ორჯერ მოიგეს ინგლისის ლიგა. მთავარმა მწვრთნელმა კლუბი დატოვა და თანაქალაქელ "მანჩესტერ სიტის" შეუერთდა. არც მისი ვარსკვლავური შემადგენლობა დარჩა გუნდის ერთგული, თუმცა ყველაზე დიდი დარტყმა მაინც კაპიტნის, ჩარლი რობერტსის, წასვლა გახლდათ.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებასთან ერთად, "იუნაიტედი" პირველი დივიზიონის უიღბლო მონაწილედ იქცა. რა თქმა უნდა, ომის პერიოდმა ყველა კლუბზე უარყოფითად იმოქმედა, "ეშმაკებმა" უქმად ყოფნა არ ისურვეს და ლანქეშირის რეგიონალურ ლიგაში გადაწყვიტეს ძალების მოსინჯვა. ოთხი წლის შემდეგ, როცა ომი დასრულდა, კლუბების უმრავლესობამ იმავე დონეზე თამაში განაგრძეს, "წითლებმა" კი პირიქით. ისინი რეგულარულად მოგზაურობდნენ პირველ და მეორე დივიზიონს შორის.

"იუნაიტედისთვის" რთული პერიოდი იყო, მათთვის სრულიად უცხო გახდა ვერცხლისფერი თასების ჰაერში აღმართვა, "ოლდ ტრაფორდზე" არსებული ტიტულების ოთახს კი მხოლოდ დამლაგებელი სტუმრობდა. ხალგრძლივი პაუზის შემდეგ "წითლებმა", 1936 წელს, თასი მოიგეს, მაგრამ მხოლოდ მეორე დივიზიონის.

კლუბი თითქოს აღმასვლის გზას დაადგა, 2 წლის წინ მათ მესამე დივიზიონში გავარდნა ემუქრებოდათ, 1935/36 წლების სეზონში კი პირველ დივიზიონში დაბრუნდნენ. სწორედ ამ წარმატებული სვლის პროცესში მსოფლიო კვლავ ორად გაიყო. მეორე მსოფლიო ომმა, რომელიც 7 წელს გაგრძელდა, ინგლისურ კლუბებს შორის ყველაზე მეტად "მანჩესტერ იუნაიტედი" დააზარალა. "წითლების" სახლი გერმანულმა ლუფტვაფებმა ორჯერ დაბომბეს.

პირველმა იერიშმა "ოლდ ტრაფორდს" უმნიშვნელო დაზიანება მიაყენა, რომელიც მალევე შეაკეთეს, თუმცა მეორე რეიდს, რომელიც 1941 წელს განხორციელდა, "ოცნებათა თეატრი" ვერ გადაურჩა. ყველაზე მეტად ჩრდილო ტრიბუნა დაზარალდა, რომელიც თითქმის განადგურებული იყო. ომი თავისთავად ნიშნავს, რომ საჭიროა შენობების და ნაგებობების აღდგენა, თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემთხვევაში ეს რამდენიმე წლიან სამშენებლო პროცესს ნიშნავდა.

"სტადიონის ყველა შესასვლელთან უამრავი სკოლის მოსწავლე იდგა რიგში" - იხსენებს მანჩესტერის გამოჩენილი მსახიობი ჰაროლდ რაილი, რომელიც ასევე ახალგაზრდა მოხალისეთა შორის იმყოფებოდა. "სტადიონის ირგვლივ დავდიოდით ყუთებით, შუშის ნამსხვრევებისგან და ნარჩენებისგან ვასუფთავებდით იქაურობას"

თუმცა ეს არ არის უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედი" დაცემის შემდეგ აღზევდება. მეორე მსოფლიო ომ-გამოვლილი "ეშმაკები" ფეხბურთის თამაშს მეზობელი "მანჩესერ სიტის", მთავარ არენაზე, "მეინ როუდზე" განაგრძობდნენ. თითქმის ერთი დეკადის შემდეგ 1949/50 წლების სეზონისთვის "ოლდ ტრაფორდი" მზად იყო მრისხანე მასპინძლის მისაღებად, თუმცა მანამდე კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც მომავალში რადიკალურად შეაბრუნა კლუბის ისტორია: მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა ახალგაზრდა, ქარიზმატული მენეჯერი სახელად ალექსანდრ მეთიუ ბასბი.

< პირველი თავი
სტატიები
13 კომენტარი
№11
ავტორი: temo-scholes
8 ივნისი 2015 07:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Goginashvili777,
+1 zustad eg problema maqvs mec chems sanacnonboshi dzma... Xalxs ver shevagnebine tu ratomaa iunaitedi am donis diadi gundi, magram albat mxolod imitom rom dges vitom fanebis 80 procenti fexburtelebis gamo gulshematkivroben klubebs...

da imaze vchedav yvelaze metad roca milanis fani uceb barselonas fani xdeba... Eg araa fexburtis gulit qomagoba da asettan saubarsac ar aqvs azri....
0
№12
ავტორი: AkkRed
8 ივნისი 2015 10:13
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
სერ მატ ბასბის ისტორიასაც ველით შემდეგ თავში love
0
№13
ავტორი: Count Alucard
8 ივნისი 2015 18:04
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
Wardell,
ლაშა, ლუფტვაფე გერმანიის სამხედრო საჰაერო ძალებს ქვია და მრავლობითში არ ითქმის ერთია lol მესამე ნაწილს ველი.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top