"ლაციოს" პრეზიდენტმა კლაუდიო პეტიტომ რომაულ კლუბში "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელ რობინ ვან პერსის გადასვლის შესახებ გავრცელებული ჭორები უარყო.
შაბათს დღისით, ვან პერსი რომის აეროპორტში შეამჩნიეს. რაც უფრო საინტერესოა, ეს ჰოლანდიის ნაკრების ორ მატჩს შორის მოხდა.
პრესა ირწმუნებოდა, რომ 31-წლის ფორვარდი "ლაციოსთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს და 10 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ სწორედ იტალიურ კლუბში გადავა. თუმცა სინამდვილეში ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
"ვან პერსი? თქვენ რა, ჯერ ისევ არ გარკვეულხართ? ყველაფერი სისულელეა. სრული უაზრობა. ამ ხმების გავრცელებას ვიჩენცო (აგენტი) ცდილობს", - განაცხადა პრეზიდენტმა.