თბილისი:
მანჩესტერი:
6-06-2015, 14:17
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3528,
კომენტარები: 11
უდიადესი საფეხბურთო ზღაპარი, რომელიც ოდესმე თქმულა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორია, შესავალი.
უდიადესი საფეხბურთო ზღაპარი, რომელიც ოდესმე თქმულა


ჟინი, თავდადება, გუნდური მუშაობა, ტრაგედია, სიხარული, ტრიუმფი - ყველა ეს სიტყვა "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიის სინონიმია, სწორედ ამიტომ "იუნაიტედი" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, ყველაზე საინტერესო ისტორიით.

58-წლის მიუნხენის ტრაგედიიდან 68-წლის "უემბლის" ფინალამდე, მეტ ბასბიდან სერ ალექს ფერგიუსონამდე, 1999 წლის ტრებლიდან 2008 წლის დუბლამდე - გუნდის უნიკალურ ისტორიაში ბევრი დასამახსოვრებელი, ტრაგიკული და სასიხარულო მომენტები იყო. მომავალ კვირებში ჩვენ შევეცდებით ამ დიადი კლუბის ისტორია გავიხსენოთ, ლეგენდების თვალით დავინახოთ საინტერესო ეპიზოდები და ასევე გულშემატკივრები, რომლებიც სიხარულით და სიამაყით ამბობენ: "დიახ მე იქ ვიყავი".

არც ერთ ინგლისურ კლუბს იმდენი ოქროს მედალი არ აქვს, რამდენიც "მანჩესტერ იუნაიტედს". კლუბი მსოფლიოს მასშტაბით დღითი-დღე უფროდაუფრო პოპულარული ხდება, სწორედ ჩემს სიტყვებს ადასტურებს ის ფაქტი, რომ გასულ ზაფხულს "იუნაიტედის" თამაშის საყურებლად 109 000 ადამიანი შეიკრიბა, მიჩიგანში.

"წითელი ეშმაკები" წელსაც გაემგზავრებიან ატლანტიკის ოკეანის იქით და იქაურ ფანებსაც გაახარებენ, მანამდე კი ოფიციალური საიტი შეეცდება გიამბოთ ყველაზე მიმზიდველი და საინტერესო საფეხბურთო ამბავი.

პირველი თავი >
სტატიები
11 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
7 ივნისი 2015 11:08
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
დაიწყო ზაფხულის ცხელი და საინტერესო ამბები feel
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top