პრემიერ ლიგის გასული სეზონი უეინ რუნიმ კაპიტნის სამკლაურით ჩაატარა და როგორც ჩანს, კარგი შთაბეჭდილების დატოვება გუნდში და გუნდის გარეთაც მოახერხა. მას შემდეგ რაც რუნიმ ერთი დეკადა დახურა "იუნაიტედში", ახლა იგი ტიტულების მოგებისთვის ხელახლა ემზადება.
რუნის მსგავსად, ბრიან რობსონი ინგლისის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნიატედის" კაპიტანი იყო და ყველაზე მეტად მას აქვს უფლება განსაჯოს 29-წლის ფორვარდის ჩატარებული სეზონი პრემიერ ლიგაში.
"ეს სულაც არ მაკვირვებს." პასუხობს რობსონი, როდესაც ჰკითხეს თუ რას ფიქრობდა რუნის წარმატებით მორგებულ როლზე. "რუნის პრობლემები ადრეულ ასაკში ჰქონდა, როდესაც ვერ აკონტროლებდა ხასიათს და რამდენიმეჯერ გაძევებულ იქნა მოედნიდან. მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ ისწავლა. ახალმა მწვრთვნელმა მას დიდი პასუხისმგებლობა დააკისრა და ისიც შესანიშნავად ართმევს თავს. იგი საუცხოო კაპიტანი იქნება მომავალი წლების განმავლობაში."
ბრაიანს აქვს ინფორმაცია, რომ რუნი ხშირად გამოდის სიტყვით და მოტივაციას აძლევს თანაგუნდელებს. "გამომდინარე იქიდან, თუ როგორი თანაგუნდელები მყავდა მე, სულაც არ მჭირდებოდა ამის გაკეთება" - აგრძელებს ბრაიანი. "ისინი თავად იქმნიდნენ მოტივაციას. მთავარი რამ, რაც კაპიტანს გევალება ის არის, რომ გაამხნევო თანაგუნდელები. შენ ასევე უფლება გაქვს უთხრა მათ როდესაც ცუდად თამაშობენ, გაახსენო, რომ ეს დიდი მატჩია, ან მიუთითო იმაზე, რასაც არასწორად აკეთებს."
"ამან გაამართლა, როდესაც "ტოტენჰემთან" მატჩის წინ რუნი სიტყვით გამოვიდა. მაგრამ ვფიქრობ მაშინ სულაც არ სჭირდებოდათ ამის მოსმენა ფეხბურთელებს. შენ თავად უნდა იყო მოტივირებული ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ", - დაასრულა ინგლისის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ.