მექსიკელი ფორვარდი იბრძოლებს ძირითადი ადგილისთვის ”იუნაიტედის” შემადგენლობაში.მას სურს, რომ უფრო ხშირად ენდოს შოტლანდიელი სპეციალისტი, ალექს ფერგიუსონი.ერნანდესმა მე-19 ტურის მატჩში, ”ნიუკასლის” წინააღმდეგ, ბოლო წუთზე გაიტანა გამარჯვების მომტანი გოლი და ეშმაკუნებმა 4-3 იმარჯვეს.ჩიჩარიტოსთვის ეს მატჩი მე-4 იყო, რომელიც ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო.რუნის ტრავმა, რომლის მკურნალობას დაახლოებით 3-4 კვირა დასჭირდება, ხელს უწყობს ახალგაზრდა მექსიკელს და მას მიეცემა მეტი სათამაშო დრო.მას უკვე აქვს 4 გამარჯვების გოლი მატჩის ბოლო წუთებზე გატანილი, რისი გაკეთებაც მან ბოლო თვეების განვმალობაში შეძლო.
”შეეკითხეთ ნებისმიერ ფეხბურთელს მსოფლიოში, სურთ თუ არა ითამაშონ ხშირად კლუბში და ისინი გიპასუხებენ, რომ სურთ.ჩვენ კლუბში კონკურენცია დიდია.”იუნაიტედი”-უდიდესი გუნდია მსოფლიოში.არ დაგავიწყდეთ, რომ, ჩვენ გვყავს 5 მაღალი დონის ფორვარდი, რომლებიც იბრძვიან ძირითადი ადგილისთვის.მე თუ მინდა ვიყო ძირითადი გუნდის წევრი უნდა დავამტკიცო, რომ არცერთს არ ჩამოვუვარდები.”-განაცხადა ერნანდესმა.
ამ მომენტში ჩიჩარიტოს ანგარიშზე 10 გოლია.მექსიკელმა ბევრი კარგი მომენტი გააცუდა, მაგრამ წინა ტურში საბოლოოდ შრომა დაუფასდა და შეძლო გოლის გატანა.”არ შეიძება ნერვიულობა ყველა გაფუჭებული მომენტის გამო.ასე შენ ვერ შეძლებს კონცენტრაციას.იდეალურად ვერავინ ვერ თამაშობს.არავის შეუძლია 5 დარტყმიდან 5 გოლი გაიტანოს, სწორედ ამაშია ფეხბურთის მშვენიერება.”