თბილისი:
მანჩესტერი:
5-06-2015, 18:34
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 3111,
კომენტარები: 18
ვინ სჭირდება "იუნაიტედს"?!
სეზონი უკვე დასრულდა და ახლა გულშემატკივრების და ჟურნალისტების ყურადღება მთლიანად სატრანსფერო ფანჯარაზეა გადართული. ამ კვირაში შევეცდებით "მანჩესტერ იუნატედის" სხვადასხვა პოზიცია განვიხილოთ და მათი გაძლიერების შესაძლო ვარიანტები შემოგთავაზოთ.
ვინ სჭირდება
სეზონი უკვე დასრულდა და ახლა გულშემატკივრების და ჟურნალისტების ყურადღება მთლიანად სატრანსფერო ფანჯარაზეა გადართული. ამ კვირაში შევეცდებით "მანჩესტერ იუნატედის" სხვადასხვა პოზიცია განვიხილოთ და მათი გაძლიერების შესაძლო ვარიანტები შემოგთავაზოთ. დღეს ნახევარდაცვით დავიწყებთ.

ნახევარდაცვაში არსებული სიტუაცია


საერთო ჯამში ამ პოზიციაზე "იუნაიტედს" რამდენიმე კარგი ფეხბურთელი ჰყავს, თუმცა არასაკმარისი იმისათვის, რომ მომავალ წელს "პრემიერ ლიგის" ტიტულისთვის იბრძოლონ.

ამ პოზიციაზე ყველაზე გამორჩეული ფიგურა ანდერ ერერაა, ნიჭიერი და მშრომელი ფლეიმეიქერი, რომელიც "იუნაიტედს" რამდენიმე წელი აკლდა. მან სეზონი შესანიშნავ ფორმაში დაასრულა, მოახერხა არაერთი მნიშვნელოვანი გოლის გატანა და თანაგუნდელების ასისტებით მომარაგება. თუმცა ფაქტია, რომ მას ჭირდება უფრო სიღრმეში მოთამაშე მეწყვილე, რომელიც მას შეავსებს.

ხუან მატა გუნდის ძალიან მნიშვნელოვანი წევრი გახდა სეზონის განმავლობაში და შემოგვთავაზა ისეთი თამაშები, რომლითაც "ჩელსიში" ასეთი აღიარება მოიპოვა.

მატას და ერერას გვერდიგვერდ მარუან ფელაინი, დეილი ბლინდი, და მაიკლ კერიკი მოქმედებდნენ. თუმცა მიუხედავად ფელაინის და იანგის შესანიშნავი სეზონისა, სავარაუდოდ მათი დავალება მომავალ წელს გუნდის სათადარიგოდან გაძლიერება იქნება.

ბლინდმა საკმაოდ კარგი თამაშები ჩაატარა მარცხენა მცველის პოზიციაზე, თუმცა იგივეს ვერ იტყვით ნახევარდაცვაზე, მას აშკარად უჭირდა დაცვისა და ნახევარდაცვას შორის კავშირის დამყარება. ამ საქმეს შესანიშნავად ასრულებდა უკვე 30 წელს გადაცილებული მაიკლ კერიკი, რომლის გარეშეც გუნდის თამაშის ხარისხი საგრძნობლად უარესდებოდა. ყველაფრის გათვალისწინებით, აშკარაა რომ გუნდს სწორედ ინგლისელი ნახევარმცველის შემცვლელი ესაჭიროება.

"იუნაიტედის" ნახევარდაცვის შედარება სხვა გუნდებთან


"ჩელსი", "მანჩესტერ სიტის" და "არსენალი" სწორედ ის გუნდები არიან, რომელთაც თავისუფლად შეუძლიათ თქვან, რომ "იუნაიტედზე" უკეთესი ცენტრალური ხაზი ჰყავს. ერთადერთი გუნდი ტოპ ხუთეულიდან რომელსაც "იუნაიტედი" ამ პოზიციაზე კონკურენციას უწევს "ლივერპულია".

სესკ ფაბრეგასი და ნემანია მატიჩი ლიგაში საუკეთესო ნახევარდაცვის დუეტს ქმნიან, უმეტეს წილად სწორედ მათი კარგი თამაშით არის განპირობებული ლონდონელების წარმატება. ამ პოზიციაზე "ლურჯებს" კიდევ ერთი, შესანიშნავი პოტენციალის მქონე კურტ ზოუმა ჰყავთ.

"მანჩესტერ სიტის" ნახვარდაცვას იაია ტურე და დავიდ სილვა უძღვებიან, რომელთაც ზურგს ბრაზილიელი ფერნანდინიო და "პორტოდან" ახალი გადმოსული ფერნანდო უმაგრებენ. მათთან ერთად "ქალაქელებს" არენდით აყვანილი ფრენკ ლამპარდი და ჯეიმს მილნერი ჰყავდათ, თუმცა მომავალ სეზონში უკანასკნელი ორი სხვა გუნდებში იასპარეზებენ.

"არსენალს" ამ პოზიაცაზე ყველაზე დიდი არჩვანი აქვს. აარონ რემსი, მესუთ ოზილი და სანტი კაზორლა ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული მოთამაშეები არიან ინგლისში, მათთან ერთად ჯერ კიდევ ახალგაზრდა ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლინი და ჯეკ უილშირი მოქმედებენ. ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე "მეთოფეებს" ახლად გამოჩენილი ნიჭიერი ფეხბურთელი, ფრანცის კოქუელინი ჰყავთ, რომელმაც მათიუ ფლამინი და მიკელ არტეტა ძირითადის მიღმა დატოვა. მიუხედავად ასეთი ვარიაციისა, ლონდონელებს "იუნაიტედის" მსგავსად მოუწევთ ერთი მაღალი კლასის ფეხბურთელის შეძენა.

"ლივერპული" უკვე გამოემშვიდობა ნახევარდაცვის ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურას, სტივენ ჯერარდს. თუმცა ინგლისელი რვიანის წასვლა "მერსესაიდელებს" საშუალებას მისცემს ემრე ჩანი დააბრუნონ მისთვის შესაფერის პოზიციაზე, სადაც მას ფილიპე კოუტინიო, ჯორდან ჰენდერსონი და ჯო ალენი დაეხმარებიან. ამ პოზიცაზე მათ კიდევ ერთი, ეფექტური და სტაბილური ფლეიმეიქერი სჭირდებათ, რომლის როლსაც სავარაუდოდ ლაზარ მარკოვიჩი შეითავსებს.

წამსვლელები


რთული წარმოსადგენია, რომ "იუნაიტედს" რომელიმე ნახევარმცველი დატოვებს, რადგან ამ პოზიციაზე ისედაც ცოტა ფეხურთელია. თუმცა თითქმის გადაწყვეტილია, რომ ტომ კლევერლი ახალი გუნდს ეძებს, ისევე როგორც მისი თანამემამულე ნიკ პაუელი.

მომსვლელები


"იუნაიტედი" ნამდვილად აპირებს ამ პოზიციის გასაძლიერებად თანხა გამოყოს. ყველაზე აქტიურად "მანჩესტერელებს" ილკაი გუნდოგანს და მორგან შნეიდერლინს უკავშირებენ.

შეიძლება ბევრისთვის გუნდოგანი უფრო მისაღები ვარიანტი ჩანდეს, თუ გავითვალისწინებთ მის მიერ ჩატარებულ 2012/2013 წლის სეზონს "დორტმუნდის ბორუსიასთან" ერთად.

თუმცა თურქ-გერმანელს ორი მინუსი აქვს. პირველი, მან ცოტა ხნის წინ გადაიტანა ძალიანი სერიოზული ტრავმა, რომლის შემდეგაც ვერ შეძლო ძველებური ფორმის აკრეფა. მეორე კი ალბათ მთავარი მიზეზია მისი არ ყიდვის, იგი ძალიან ჰგავს ანდერ ერერას სათამაშო სტილით, "იუნაიტედს" კი სულ სხვა ფუნქციის შემსრულებელი სჭირდება.

რაც შეეხება შნეიდერლინს, ტაქტიკურად მისი ტრანსფერი მანჩესტერელებს ძალიან გამოადგებათ. მან კარგად იცის როგორი ფიზიკური მომზადებაა საჭირო "პრემიერ ლიგსითვის", შეუძლია ფეხებში ვარდნა, ართმევებზე თამაში და ბურთის განაწილება მოედანზე. გარდა ამისა ის ჯერ მხოლოდ 25 წლისაა და კიდევ რამდენიმე წელი შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში.

წყარო: ESPN
სიახლეები, ტრანსფერები
18 კომენტარი
№11
ავტორი: red devil
5 ივნისი 2015 20:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ვერატი რო დაითრიონ არა? მაგრად მევასება ეგ ოხერი
0
№12
ავტორი: A.HERRERA
5 ივნისი 2015 20:44
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
შნეიდერა და დე იონგო რო მოიყვანონ უფასოდ გაასწორებს ისე
0
№13
ავტორი: Jorbe-Jorbe
5 ივნისი 2015 22:10
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
კარგი სტატიაა love
საიტერესო წელი გველის ნამდვილად... მე კი როგორც მეოცნებე, ისევ ჰუმელსზე ვვოცნებობ
0
№14
ავტორი: Memphis_Depay
5 ივნისი 2015 23:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
ვეთანხმები ავტორს გიუნდოგანზე მეტად შნეიდერლენი გვჭირდება ... ნახევარდაცვაში 2 ტრანსფერია გასაკეთებელი, საიმედო საყრდენი და ვინგერი.(დეპაის გარდა).
0
№15
ავტორი: temo-scholes
6 ივნისი 2015 09:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
centralur naxevarmcvelad me pirvel rigshi morgans visurvebdi xolo meore archevani chemi srootmania...! Flangze ki stirlingi-beilidan ert-ertic rom davitriot umagresi iqneba...!!!
0
№16
ავტორი: RojoDiablo
6 ივნისი 2015 10:01
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
საუთჰემპტონის შარშან საკმაოდ დაიშალა, წელს მანეს, მორგანს და კლაინს დაადგეს თვალი, ამდენ ფეხბურთელს ისევ განშორდება გუნდი? ვერავინ იტყვის, რომ რამით ნაკლები სეზონი ჩაატარეს წმინდანებმა წინა წლებთან შედარებით, მაგრამ რესურსის არ ქონა ბოლოს მაინც დაეტყოთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№17
ავტორი: Macklemore
6 ივნისი 2015 19:23
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
შნეიდერლინის ტრანსფერს ვბალეშიკობ მაგრად. ის კაცია, რომელიც გუნდს ჭირდება. თან პრემიერ ლიგასთან შეჩვევის მომენტიც არ ექნება დიდად. იმედია გამოვა მისი ტრანსფერი.
0
№18
ავტორი: LizarD
7 ივნისი 2015 13:34
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
მორგანა მოიყვანონ, ყველაზე მეტად გამიხარდება.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top