"მანჩესტერ იუნაიტედი" არ აპირებს პორტუგალიელ ვინგერ ლუიშ ნანის მეორე შანსი მისცეს და ზაფხულს მას გაყიდის.
გასულ წელს ლუიში ლისაბონის "სპორტინგში" იჯარის წესით ასპარეზობდა, თუმცა მის ხელფასს მთლიანად "იუნაიტედი" იხდიდა.
28-წლის ნანიმ პორტულიაში კარგი სეზონი გაატარა და ჩემპიონთა ლიგაზეც მოახერხა ოთხი გოლის გატანა, თუმცა "სპორტინგს" მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ფინანსური პრობლემები გამო არ შეუძლია.
The Independent-ი კი იტყობინება, რომ ნანის არ დაიბრუნებს არც "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი, რადგან გუნდში ვინგერები საკმაო რაოდენობით არიან.
გამორიცხული არ არის, რომ კარიერა ნანიმ "ინტერში" გააგრძელოს, სადაც მასში 7.3 მლნ. ფუნტის გადახდისთვის არიან მზად.