თბილისი:
მანჩესტერი:
30-05-2015, 20:22
ავტორი: A.HERRERA,
ნანახია: 2386,
კომენტარები: 11
"იუნაიტედის" ლეგენდამ კარიერა დაასრულა
რიოს გამოსამშვიდობებელი სიტყვა.
"მანჩესტერ უნაიტედის" ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ 36 წლის ასაკში განაცხადა.

ფერდინდმა 12 წელი გაატარა "ოლდ ტრაფორდზე", სადაც "იუნაიტედის" ისტორიაში ერთ–ერთ ყველაზე დასაფასებელ ცენტრალურ მცველად იქცა. მან 455–ჯერ შეძლო წითლების მაისურის მორგება, გაიტანა 8 ბურთი, შეძლო პრემიერ ლიგის 6 ტიტულის, ევროპის თასის, მსოფლიო საკლუბო თასისა და 2 ლიგის თასის მოპოვება. 2014 წლის მაისს კი "ქუინს პარკ რეინჯერსს" შეუერთდა.

განცხადებაში ფერდინანდმა სერ ალექს ფერგიუსონიც მოიხსენია, მას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და გენიოსი უწოდა.

"დღეს, პროფესიონალური კარიერის დაწყებიდან 18 წლის შემდეგ ვგრძნობ, რომ ფეხბურთელის კარიერის დასრულების დროა, რომელიც მე ასე მიყვარს" – აცხადებს ფერდინანდი. "12 წლის ასაკში ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ვითამაშებდი ჩემი ბავშვობის კლუბში "ვესთ ჰემში", ვიქნებოდი "ლიდსის" კაპიტანი, მოვიგებდი ჩემპიონთა ლიგას "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად, ან თუნდაც ხელახლა შევუერთდებოდი ჩემს პირველ მწვრთნელს ჰარი რედნაპს "ქპრ"–ში."

"ყოველთვის უდიდესი სიამაყით გავიხსენებ ინგლისის ნაკრების მაისურით ჩატარებულ 81 შეხვედრას. ეს ყველაფერი ის საუკეთესო მოგონებებია, რომელიც წარსულ ცხოვრებაში დარჩება."

"კარიერის დასაწყისში, თითოეულ ახალგაზრდას სჭირდება დამრიგებელი. მე ვიპოვე ჩემი, დეივ გუდვინი ბლექჰელსის რაიონში და ტონი ქერი, "ვესთ ჰემის" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი. მათ ხასიათის ის თვისებები ჩამინერგეს, რომლებიც კარიერის მთელი ამ ხნის განმავლობაში გამომადგა. ყოველთვის მადლობელი ვიქნები მათი."

"მინდა ასევე მადლობა გადავუხადო კრის რემზის, ჰარი რედნაპს, დევიდ ო'ლირს და დევიდ მოიესს, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში მწვრთნიდნენ, შტაბის ყველა წევრს, რომლებიც ზრუნავდნენ ჩემზე წლების განმავლობაში, ასევე ყველას მოედნის გარეთ, რომლებიც მარიგებდნენ."

"12 წლის განმავლობაში, "იუნაიტედთან" ერთად მიღწეულმა წარმატებებმა და ტიტულებმა, საშუალება მომცა მიმეღწია ყველაფრისთვის, ყველაფრისთვის რაც ბავშვობიდან მსურდა. ეს ყველაფერი კი შუძლებელი იქნებოდა გენიოსი ადამიანის, სერ ალექს ფერგიუსონის გარეშე."

"ყოველთვის მემახსოვრება მისი მიღწევები, ის თუ როგორ განავითარა ჩვენი საფეხბურთო შესაძლებლობები და ის, რომ გავიზარდეთ როგორც ადამიანები. ჩემთვის ის ყველაზე დიდი მწვრთნელია ბრიტანულ საფეხბურთო ისტორიაში."

"მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ჩემს ყოფილ მეუღლეს რებეკას და ამით პატივი ვცე მას, ჩემს ოჯახს მამაჩემისა და დედაჩემის ჩათვლით მათი თავგანწირვისთვის, მხარდაჭერისთვის და რჩევებისთვის."

"დაბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ კლუბის გულშემატკივარს, რომელთათვისაც მე ვთამაშობდი, რადგან მათ გარეშე ფეხბურთი არ იარსებებდა. მომენატრება თითოეული თქვენგანი."
– აცხადებს ფერდინანდი.

რიოს "იუნაიტედის" ოფიციალური საიტიც ემშვიდობება.

"ყველას "მანჩესტერ იუნაიტედში", გვსურს მადლობა გადავუხადოთ რიოს მისი თვდაუზოგავი სამსახურისთვის კლუბსა და ფეხბურთში. ჩვენ მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ".

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: temo-scholes
3 ივნისი 2015 03:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
namdvili legenda da manches sulit da gulit fani...:* arasdros damaviwydeba premierligis ert-ert matchze riom ro evras uyvira:D magari jilkiani roja iyo:
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top