თბილისი:
მანჩესტერი:
29-05-2015, 10:14
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 2187,
კომენტარები: 12
ხმა მიეცით მაისის საუკეთესოს
აირჩიეთ გასული თვის საუკეთესო მოთამაშე.
ხმა მიეცით მაისის საუკეთესოს
კრის სმოლინგი 4 მატჩი (ყველა სასტარტო)

მიუხედავად იმისა, რომ გასული თვის შედეგები არ იყო დადებითი, კრისისთვის ეს თვე წარმატებული გამოდგა. პირველ შეხვედრაში "ვესტ ბრომვიჩთან" 0:1 დამარცების მიუხედავად, კლუბი საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი 80-ს გაუტოლდა, რაც მეტწილად ინგლისელი მცველის დამსახურებაა. გარდა ამისა, სმოლინგი კარგად გაისარჯა "კრისტალ პალასთან" მატჩის დროს, ხოლო "არსენალთან", უეინ რუნის არ ყოფნისას კაპიტნის სამკლავური სწორედ კრისმა მოირგო. შემდეგ იყო მატჩი "ჰალთან", რომელშიც ერთ-ერთი გამოსარჩევი, სწორედ კრისი გახლდათ.

ეშლი იანგი 4 მატჩი (ყველა სასტარტო, 2 საგოლე გადაცემა)

ეშლისთვის ეს სეზონი ძალზედ წარმატებული გამოდგა, განსაკუთრებით მეორე ნახევარი, რომლის მიხედვითაც, იანგი "იუნაიტედის წლის საუკეთესო მოთამაშის პრიზის მისაღებად იბრძოდა. ეშლიმ გასული თვე საუცხოოდ ჩაატარა. "კრისტალ პალასთან" გამარჯვებაში სწორედ ეშლი იანგმა ითამაშა გადამწყვეტი როლი, რომელშიც 11-მეტრიანი მოიპოვა, ხოლო მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მარუან ფელაინის გაატანინა. მისი შემდეგი საგოლე გადაცემა "არსენალთან" ვიხილეთ, როდესაც ანდერ ერერამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. იანგმა გასულ სეზონში 28 მატჩის ჩატარება შეძლო, სადაც ორი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

ანდერ ერერა 4 მატჩი (ყველა სასტარტო, 1 გოლი)

ესპანელმა ეს ჯილდო თებერვალში და აპრილში მოიპოვა, ხოლო მიმდინარე სეზონში რვა გოლის გატანა შეძლო. მისი ბოლო გოლი "არსენალის" წინააღმეგ ვიხილეთ. გარდა ამისა, ბასკი შესანიშნავი იყო დანარჩენ სამ შეხვედრაში. რომ არსებობდეს პრიზი, "წლის წარმატებული ტრანსფერი", სწორედ ანდერი მოიპოვებდა, მაგრამ მას აქვს შანსი, რიგით მესამედ მოიპოვოს "თვის საუკეთესო მოთამაშის" პრიზი.

ხმის მისაცემათ დააჭირეთ აქ

წყარო: Manutd.com


ვინ იყო მაისის თვის საუკეთესო?

კრის სმოლინგი
ეშლი იანგი
ანდერ ერერა

სიახლეები
12 კომენტარი
№11
ავტორი: temo-scholes
29 მაი 2015 14:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
samtave imsaxurebs namdvilad, magram iangs mgoni ar aqvs mogebuli tvis sauketesos prizi da uechveli iangma unda aigos...!
0
№12
ავტორი: GeorgeBest
29 მაი 2015 15:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმედია სმოლინგი დაითრევს. მოუმატა მაგრად და სტიმული იქნება მაგისთვის

ერერას ეყოფა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top