რადამელ ფალკაო პრემიერ ლიგაში დარჩება.
რადამელ ფალკაო მზადაა "ჩელსიში" თამაშის გამო ხელფასის სერიოზულად დაკლებას დასთანხმდეს.
აწ უკვე დასრულებული სეზონი რადამელმა იჯარის წესით "მანჩესტერ იუნაიტედში" გაატარა, თუმცა "წითელი ეშმაკები" "მონაკოსგან" 29-წლის ფორვარდის გამოსყიდვას არ აპირებენ, რაც ოფიციალურად დადასტურდა.
თუმცა კოლუმბიელს მიაჩნია, რომ თავისი საბოლოო სიტყვა პრემიერ ლიგაში ჯერ კიდევ არ უთქვამს. "პოსტუსა" და "ატლეტიკოს" ყოფილ ფეხბურთელს ლონდონში გადაბარგება სურს.
გასულ სეზონში მისდამი ინტერესს "არსენალი" იჩენდა, თუმცა "მეთოფეები" აღარ აპირებენ სამხრეთ ამერიკელის შეძენას. ამგვარად, ერთადერთ რეალურ ვარიანტად ფალკაოსთვის "ჩელსი" რჩება.
როგორც ცნობოლია, მოურინიო დიდიე დროგბას შემცვლელს ეძებს, რომელმაც კლუბი დატოვა და ამ როლისთვის საჭირო ფეხბურთელად რადამელი მიაჩნია.
ფალკაო, რომელიც "მონაკოში" ხელფასის სახით კვირაში 265 ათას ფუნტს იღებდა, ხელფასის დადაბლებაზეც კი თანახმაა. უნდა აღინიშნოს, რომ "ლურჯების" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ედენ აზარი კვირაში მხოლოდ 200 ათას ფუნტს იღებს.
დავამატებთ, რომ ფალკაოსა და "ჩელსის" მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს ერთი აგენტი, ჟორჟე მენდეში ჰყავთ, რამაც მოლაპარაკება უნდა გაადვილოს.
წყარო:
telegraph