თბილისი:
მანჩესტერი:
13-10-2012, 17:02
ავტორი: Mike,
ნანახია: 2651,
კომენტარები: 18
გენიოსი
უბრალოდ პოლი
გენიოსი
დაწყება ყოველთვის ძნელია,არ ვიცი როგორ დავიწყო ისეთ გენიოსზე წერა როგორიც პოლ სქოულზია უბრალოდ მინდა, ჩემი მხრიდან, ჩემი მცირე სტატიით,მცირედი პატივი მივაგო ლეგენდარულ „წითურ პრინცს“.
სქოულზში ყოველთვის იყო რაღაც განსაკუთრებული,ეს თავიდანვე იგრძნობოდა როცა სადებიუტო შეხვედრაში "პორტ ვეილს" ორი გოლი გაუტანა. ის კვლავ რჩება ჯადოქრად ,მისი აკრობატული და ყუმბარისებული დარტყმები,გრძელი და იდეალურად ზუსტი პასები ,ბრძოლის ჟინი დღესაც სიამოვნებას გვანიჭებს იუნაიტედის ფანებს და არამარტო.(თუ იცით ის ფაქტიც,რომ „გენიოსი“ ასთმითაა დავადებული,კარგად გექნებათ გააზრებული თუ რაოდენ დიდი სპორტსმენია). პოლს რეზერვში თამაშისას "რეზერვის კანტონას" უწოდებდნენ,მაგრამ მან შეძლო ის, რომ იუნაიტედისთვის გახდა პოლ სქოულზი - გენიოსი.იუნაიტედის ფანებს ის მარტო "ფეხბურთის ცოდნის გამო " არ გვიყვარს, მოედნის მიღმა იგი მისაბაძ ცხოვრებას ეწევა,არასდროს ეხვევა სკანდალებში,არ არღვევს რეჟიმს ერთი სიტყვით ნამდვილი პროფესიონალია.
პირველ სადებიუტო სეზონში პოლი მნიშვნელოვან გოლებს იტანდა,მან შეძლო დაენახებინა ფერგისთვის თუ რას წარმოადგენდა. 1999 წელს ინტერის კარში გატანილი უმნიშვნელოვანესი გოლი ასევე ინგლისის თასის ფინალში გატანილი გოლი დიდი გრანტი იყო ისტორიული ტრიპლეტისთვის,როცა იუნაიტედმა სამი თასი შემატა მონაგარს, სამწუხაროდ ბევრს ავიწყდება, რომ გადამეტებული ყვითელი ბარათების გამო,მარტო კინმა კი არ გამოტოვა არამედ სქოულზმაც,ასევე აღსანიშნავია ნახევარფინალურ შეხვედრაში ბარსელონას კარში მის მიერ ულამაზესი გოლი , რომელმაც გუნდი ფინალში გაიყვანა და საბოლოოდ 3ჯერ აღმართეს თასი. პოლი ფერგიუსონის ფავორიტთა შორის პირველია. გავიხსენოთ 2000-2001 წლები როცა პოლმა 20 გოლი გაიტანა,ეს მაშინ როცა იუნაიტედში ნისტელროი ბრწყინავდა,ასე რომ სქოულზი უკვე მრავალი წელია შეუცვლელი ფიგურაა იუნაიტედისთვის და ხშირ შემთხვევაში იუნაიტედის თამაში დამოკიდებულია მის თამაშზე.მაშინ როცა პოლმა კარიერა დაამთავრა ალბათ ყველას გაუჩნდა შეკითხვა:ვინ თუ არა პოლი, ძნელია იპოვო პოლის შემცვლელად ვინმე და ის დაბრუნდა, მაშინვე გამოძვრნენ იუნაიტედის მოშურნე კრიტიკოსები და მის სისუსტეზე ალაპარაკდნენ, სასაცილოა მეგობრებო , როგორ შეიძლება კლუბი იყოს სუსტი,როცა გყავს ისეთი ფეხბურთელი როგორიც პოლ სქოულზია , რომელმაც იუნაიტედის სიყვარულის გამო 37-38 წლის ასაკში აღადგინა კარიერა, რომლის ცხოვრებაში ჯერ კლუბია და შემდეგ დანარჩენი, ეს სისუსტის გარდა ყველაფერზე მეტყველებს.
მანჩესტერ იუნაიტედის ფანს,რომ კითხოთ რატომ მოწონს სქოულზის თამაში გიპასუხებთ: ის გენიოსია, მას ყველაფერი გამოსდის, ფანტასტიკურ გოლებს იტანს საჯარიმოს გარედან,უზუსტეს პასებს აკეთებს,შეუძლია თითქმის ყველა პოზიციაზე თამაში,ართმევაშია ძლიერი და მრავალი სხვა. ბალეშიკების და პირადად ჩემი სიმპატიები უფრო მყარდება იმ მოკრძალების შემდეგ რასაც პოლი ამჟღავნებს , "ეს ჩვეულებრივი გოლი იყო,განსაკუთრებული არაფერი", "პასი არაფერი შუაშია,შემსრულებელია მაღალი დონის" ძნელია არ გიყვარდეს პოლი და ვიდრე რონალდო,მესი და სხვა მოდელ ფეხბურთელები საგაზეთო სათაურებს აგროვებენ, სქოულზი მუდამ განსაკუთრებული სიყვარულით ეყვარება იუნაიტედის ფანებს, იგი არაფრით ჰგავს იმ ფეხბურთელებს,რომლებსაც საქმის კეთებას ჟურნალისტებთან ურთიერთობა ურჩევნიათ,იგი ახლაც კი მიუხედავად ასაკისა 100% იხარჯება და აღფრთოვანებაში მოყავს მაყურებელი. როცა პოლი დაბრუნდა არ დამავიწყდება იუნაიტედის გულშემატკივრების რეაქცია,ის სიყვარული სითბო და მადლობა რომელიც ეკრანიდანაც გადმოდიოდა,ჩვეულებრივი მოკვდავისთვის ეს ყოველთვის მიუღწეველი იქნება მაგრამ პოლი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ძალიან დიდი ხანია აღარაა ჩვეულებრივი მოკვდავი.მე მიყვარს პოლ სქოულზი.

სპეციალურად REDARMY.GE სთვის
სტატიები
18 კომენტარი
№11
ავტორი: Amanda Seyfried
13 ოქტომბერი 2012 18:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ლეგენდაა love
0
№12
ავტორი: red army
13 ოქტომბერი 2012 18:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
საუკეთესო ყველას მირჩევნია რააა მაგრად მიყვარს
0
№13
ავტორი: UTD-Rule
13 ოქტომბერი 2012 19:40
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ციტატა: rooney-nika

აუ იმენა ს ახე არ შეცვლია რა:D

მართალი ხარ lol2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№14
ავტორი: Rooney
13 ოქტომბერი 2012 20:13
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 369
მომწონს
0
№15
ავტორი: R.V.P
13 ოქტომბერი 2012 20:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
მაგარი კაციააა
0
№16
ავტორი: Game Face
13 ოქტომბერი 2012 22:38
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 66
ყოჩაღ ავტორ!..
ლეგენდააა
0
№17
ავტორი: Ví Ví
14 ოქტომბერი 2012 21:59
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
მხეცია რა
0
№18
ავტორი: Degea1
26 თებერვალი 2013 17:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
sagol avtor
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top