"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი აცხადებს, რომ მიმდინარე სეზონში უეინ რუნის თამაშმა გუნდის კაპიტნად მისი არჩევის გადაწყვეტილება სრულიად გაამართლა.
უეინ რუნი "წითელი ეშმაკების" კაპიტნად 2014/15 წლების სეზონის დასაწყისში დაინიშნა და მას შემდეგ მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ გუნდის ნამდვილ ლიდერად იქცა.
"რუნი ძალიან კარგი კაპიტანია, მისით ვამაყობ. მას არასდროს გაუცრუებია ჩემი იმედი. გასახდელ ოთახში დიდებულია, მოედანზე კი მისაბაძი მაგალითი.
როცა ვთამაშობთ, ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. ჩემს გუნდში რამდენიმე პოზიციაზე უთამაშია და თანაც არც ერთხელ დაუჩივლია.
იგივე მომწონს ეშლი იანგშიც, რომელიც რამდენიმე პოზიციაზე ერთნაირ დონეზე თამაშობდა. ორივე მათგანი გუნდის საჭიროებისთვის უფრო მეტ არჩევანს გაძლევს, ვიდრე სხვა მოთამაშეები.
ვფიქრობ, კაპიტნად რუნის დანიშვნით კარგი გადაწყვეტილება მივიღე და ამას იმითაც ხედავთ, როგორც ვთამაშობთ. ჩვენი მატჩების 99%-ში ბოლომდე ვიბრძოდით. გუნდური სული დიდებული იყო".