ლუი ვან გაალმა სატრანსფერო სამიზნედ მსოფლიოს ჩემპიონი დაისახა და ზაფხულში "ოლდ ტრაფორდზე" მის გადაბირებას ეცდება.
"იუნაიტედთან" დაკავშირებულმა მნიშვნელოვანმა ფიგურამ Starsport განუცხადა: "დიახ, ის სწორედ ის არის, ვის შეძენასაც ვაპირებთ".
როგორც ცნობილია, ბასტიან შვაინშტაიგერი რამდენიმე დღის წინ მანჩესტერში იმყოფებოდა და "იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მასთან მოლაპარაკებები გამართა, თავად ფეხბურთელი კი "ოლდ ტრაფორდზე" გადასასვლელად მზადაა.
შვაინშტაიგერის გადაბირება ერთ-ერთი ევროპელი კონკურენტისგან დიდი წინსვლაა, რადგან ვან გაალი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევას გეგმავს.
ლუი ბასტიანთან ერთად "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელობის დროს მუშაობდა და სჯერა, რომ მათი მეგობრობა ტრანსფერის განხორციელებაში დაეხმარება.
შვაინშტაიგერი მიუნხენურ გრანდს ახალ კონტრაქტზე არ დასთანხმდა, ამიტომ მისი სატრანსფერო ღირებულება 10 მლნ. ფუნტზე ნაკლები იქნება, "ბაიერნის" ბოსები კი მისი გაშვების წინააღმდეგი არ არიან.