ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, როი ჰოჯსონმა 24 კაციანი შემადგენლობას უხმო, რომლითაც უახლოეს მატჩებს ჩაატარებს. ჰოჯსონის შემადგენლობაში "იუნაიტედის" მხოლოდ 3 ფეხბურთელი მოხვდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩარლი ოსტინი, ჯეიმი ვარდი და ტომ ჰიტონი ნაკრებში პირველად გამოიძახეს.
ინგლისის ეროვნული ნაკრები 7 ივნისს ირლანდიას დაუპირისპირდება ამხანაგურ მატჩში, ერთ კვირაში კი, ევრო 2016-ს შესარჩევ ეტაპზე სლოვენიას დაუპირისპირდება.
მეკარეები: ჯო ჰარტი ("მანჩესტერ სიტი"), რობერტ გრინი ("ქუინს პარკ რეინჯერსი"), ტომ ჰიტონი ("ბარნლი").
მცველები: ნათანიელ კლაინი ("საუთჰემპტონი"), კრის სმოლინგი, ფილ ჯონსი (ორივე "მანჩესტერ იუნაიტედი"), ფილ იაგელკა ("ევერტონი"), გარი კეჰილი ("ჩელსი"), კირონ გიბსი ("არსენალი"), რაიან ბერტრანი ("საუთჰემპტონი"),