"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი შეიძლება დასაჯონ იმის გამო, რომ ის "ნიუკასლთან" მატჩში გამუდმებით ეკამათებოდა მსაჯს. გასარკვევია ისიც, თუ რა სიტყვებით მიმართავდა არბიტრს - იტყობინება telegraph. გვატყობინებენ, რომ მატჩის დასრულების შემდეგ ანგარიშით (4-3) ფერგიუსონი მივიდა მაიკლ დინთან და დაუწყო კამათი იმის შესახებ, რომ მან არასწორი გადაწყვეტილება მიიღო ევანსის ავტოგოლთან დაკავშირებით. ახლა უკვე ფეხბურთის ასოციაცია არკვევს ამ ინციდენტს და თუ სერ ალექს ფერგიუსონს რაიმე დაუმტკიცდა მას დასჯიან რამოდენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაციით.