როგორც Sky Sports იუწყება, ცოტა ხანში "იუნაიტედის" ნახევარმცველი, ბებე არენდით პორტუგალიურ "რიუ ავეში" გადავა.ტიაგო მანუელ დიას კორეირა, რომელიც უფრო ცნობილია როგორც ბებე, მანჩესტერმა 2010 წლის ზაფხულში იყიდა.პორტუგალიელის ყიდვა სერ ალექსს მისმა ყოფილმა თანაშემწემ, კარლოს კეირუშმა ურჩია.დღემდე ამ ტრანსფერთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ისმის, რომლების უმეტესობაც პასუხგაუცემელად რჩება. ბებემ ვერაფრით ვერ მოახერხა "იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში მოხვდერა, იმისდა მიუხედავად, რომ შესანიშნავად ჩაატარა სეზონის წინა მომზადების პერიოდი.ბებე ასპარეზობს "იუნაიტედის" ახალგაზრდულ კლუბში, ახლა კი "რიუ ავეს" პრეზიდენტმა, ანტონიო კამპოს სილვამ განაცხადა, რომ ფეხბურთელი მალე მის კლუბში ჩაირიცხება.
"ბებე ის ფეხბურთელია, რომელიც რამდენიმე საათში ჩვენ შემადგენლობაში იქნება– ციტირებს სილვას სიტყვებს ბრიტანული გამოცემა –არის კიდევ რამდენიმე დეტალი, რომელიც მოსაწესრიგებელია.ვფიქრობ, რომ მის გადმოსვლასთან დაკავშირებით მალე გავაკეთებთ განცხადებას."