დრამატულ მატჩში ჩიჩარიტომ გაიტანა გამარჯვების გოლი და გუნდს საჭირო ქულები მოაპოვებინა:"მე ძალიან კარგი გრძნობა დამეუფლა. ეს შეუდარებელი მომენტი იყო. ყველა ჩემი თანაგუნდელი, მწვრთნელთა ბრიგადა და გულშემატკივარი, ელოდა ამ მომენტს. ის ენერგეტიკა და ატმოსფერო, რომელიც ტრიბუნებზე იგრძნობოდა, იყო აუღწერელი. ყველაფერი ეს კი მაშინ დაინახეთ, როდესაც მეოთხე გოლი გავიდა. თუ გვსურს ტიტული მოვიპოვოთ, მაშინ ადვილად არ უნდა დავნებდეთ და ვიბრძოლოთ ბოლო წუთამდე. ეს ბრძოლის უნარიანობა ჩვენს ყოველ თამაშზე იგრძნობა. "მანჩესტერ იუნიტედის" ისტორია არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ დავნებდეთ." – განაცხადა ხავიერ ერნანდესმა manutd.com–თან საუბრისას. "მანჩესტერ იუნიტედს" გამარჯვებამ ხელი შეუწყო ქულების გაზრდას, რადგან ქალაქელებმა მატჩი წააგეს "სანდელენდთან". მაგრამ, ჩიჩარიტო დარწმუნებულია, რომ ჯერ ადრეა თვით დამშვიდებაზე ფიქრი... "ჩვენ ვიკავებთ ძალიან ხელსაყრელ პოზიციას სატურნირო ცხრილში, მაგრამ იმაზე არც კი ვფიქრობთ, რომ თითქოს უკვე ყველაფერი გავაკეთეთ. წინ კიდევ ბევრი რთული, გასვლითი და საშინაო მატჩების ჩატარება მოგვიწევს. ჩვენ უბრალოდ ჩვენი მიზნისკენ უნდა ვისწრაფოთ. ხოლო ეს ქულათა სხვაობა ჩვენ თავდაჯერებულობას მოგვმატებს, მაგრამ ჩვენ ვგეგმავთ ყველა მატჩში საურველი შედეგის მიღწევას. გვსურს მხოლოდ გამარჯვება და სამი ქულის მოპოვება."