თბილისი:
მანჩესტერი:
15-05-2015, 19:53
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2955,
კომენტარები: 16
"ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე არ გავსულვართ"
ვან გაალი შედეგით კმაყოფილია, თუმცა საქმე არ დასრულებულა.
ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ კმაყოფილია "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ ჩატარებული სეზონით, რადგან მიაჩნია, რომ გუნდმა გამოცდილი ფეხბურთელების დაკარგვის მიუხედავად მაინც შეძლო წარმატების მიღწევა.

"წითელმა ეშმაკებმა" დაცვის ხაზში პატრის ევრა, ნემანია ვიდიჩი და რიო ფერდინანდი დაკარგეს, ვან გაალმა კი ისინი თავისი კანდიდატებით ჩაანაცვლა. ჰოლანდიელი "არსენალთან" მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ოთხეულში მოხვედრას წარმატებულ შედეგს უწოდებს.

როცა ჰკითხეს, შესრულდა თუ არა მისია, ვან გაალმა უპასუხა: "რა თქმა უნდა, რადგან ჩვენ დავისახეთ მიზანი, ხელმძღვანელობამ და მე, რაც გონივრული იყო. ვფიქრობ, დიდი გამოწვევა იყო. როცა აქ მოვედი, მრავალი ფეხბურთელი იყო, ჩვენ 15 მათგანს მივეცით წასვლის საშუალება და მხოლოდ 5 შევიძინეთ.

ასევე მოვიქეცით სხვადასხვა ფეხბურთელების შემთხვევაში წინა წელს, რადგან როცა კარგავ ევრას, ვიდიჩისა და ფერდინანდის მსგავს ფეხბურთელებს, შენ კარგავ გამოცდილებას და დაცვის ორგანიზაციას. შემდეგ ანახლებ მთლიან დაცვას, ამიტომ მარჯვენა მცველის პოზიციაზე ანტონიო ვალენსიას ვაყენებდით, ის კი ვინგერია. შემდეგ კი ჩვენთან მოვიდნენ როხო და 19-წლის შოუ, რომლებიც ჯონსთან, სმოლინგთან და ევანსთან ერთად ჩვენთვის თამაშობდნენ.

ამიტომ ვფიქრობ, რომ კარგი შედეგი გვაქვს, მაგრამ საკმარისად კარგი არ არის, რადგან საბოლოოდ ჩემპიონობა გვინდა. ახლა კი მესამე ადგილზე გასვლა გვსურს, რადგან ეს შესაძლებელია. "არსენალზე" ზეწოლის მოხდენა შეგვიძლია და კვირას სწორედ ამას ვაპირებთ".


ვან გაალმა ისიც განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იოლი მატჩის მოლოდინში არ არის.

"ეს ყოველთვის სახიფათოა, რადგან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გავედით. მაგრამ ეს სიმართლე არ არის. მართალია "ლივერპულს" ჩვენი გადასწრება აღარ შეუძლია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე მატჩები გვექნება ჩასატერებელი, ეს კი სახიფათოა. ადვილი არ იქნება. ადვილ მატჩებს აწი აღარ მოველი".

წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
16 კომენტარი
№11
ავტორი: VaRdo
16 მაი 2015 04:37
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
დილა გორი მანამდე თუ მივიდა საღოლ და მერე მანჩესტერიც თუ დაიფრინა ლიგაზე ვიღას ვუბალეშიკო ? wink ვიამაყებ მაინც დილამ გააგდო იუნაიტედი ვერავინ დამცინებს ეგეც + არის wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№12
ავტორი: ვახო ( G G M U)
16 მაი 2015 09:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
პლეიოფში ადვილი თამაშები არ იქნება რა თქმა უნდა , მაგრამ ნებისმიერს რო უნდა მოუგოთ ამაშო ორი აზრი არ არსებობს!!!
0
№13
ავტორი: chudikone
16 მაი 2015 11:41
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
პლეი-ოფსაც თავისი ხიბლი აქვს wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№14
ავტორი: Mufc7
16 მაი 2015 13:10
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
VaRdo,
კაი,დაეშვი მიწაზე ახლა:დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№15
ავტორი: Count Alucard
16 მაი 2015 20:08
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ორივე თამაში, რომ წავაგოთ და ლივერპულმა ორივე მოიგოს მეხუთეზე გადავალთ lol ლივერპულის ფანები ლოცულობენ ნეტა ორივე წააგონო.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top