Daily Mail-ი ირწმუნება, რომ ლუი ვან გაალი მომდევნო სეზონში შეტევის ხაზის გაძლიერებას ჰარი კეინის საშუალებით აპირებს.
"ტოტენჰემის" ფორვარდი წლის ერთ-ერთ აღმოჩენად იქცა, 30 გოლი გაიტანა და პრემიერ ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დასახელდა.
"მანჩესტერ იუნაიტედს" კი ნამდვილად სჭირდება შეტევის გაძლიერება, რადგან რადამელ ფალკაო დიდი ალბათობით საფრანგეთში დაბრუნდება, რობინ ვან პერსის მომავალი ბურუსითაა მოსილი, უეინ რუნი კი 29 წლისაა - თანაც უეინს ხანდახან მოედნის ცენტრში ათამაშებენ - ხოლო ჯეიმს უილსონი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და თან ტრავმიანობა ახასიათებს.
"იუნაიტედი" კეინის გადასაბირებლად 45 მლნ. ფუნტის გადახდას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში "დეზებიდან" "წითელ ეშმაკებში" ორი ფეხბურთელი გადაბარგდა - მაიკლ კერიკი (18 მლნ. ფუნტი) და დიმიტარ ბერბატოვი (30,75 მლნ. ფუნტი).