"არსენალის" ვიცე-კაპიტანი, პერ მერტესაკერი აღიარებს, რომ კვირას გასამართ შეხვედრაში, მისი თანაგუნდელების მთავარი ამოცანა მარუან ფელაინის განეიტრალებაა.
ბელგიელმა ბრწყინვალეთ იასპარეზა წინა დაპირისპირებაში , სადაც "იუნაიტედმა", "ემირეითსზე" გამარჯვება მოიპოვა, ანგარიშით 1:2. თუმცა, ლონდონელებმა რევანშის აღება შეძლეს, როდესაც "წითელი ეშმაკები" FA-Cup-ს გამოთიშეს. გერმანელი მცვველი მიიჩნევს, რომ ზუსტად ფელაინის განეიტრალება იყო მიზეზი გამარჯვებისა.
"ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრალურ ზონაში უპირატესობის მოპოვებაა და ჩვენ ეს ვიცით. სწორედ ამიტომ, მთავარი ამოცანა მარუანის განეიტრალებაა, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს. ჩვენ გვყვავს კარგი და ახალგაზრდა ნახევარმცველები, მათ შორის ფრენსის კოქელენი, რომელიც ბოლო მატჩებში შთამბეჭდავად ასპარეზობს."
"შევძელით და გავანეიტრალეთ ფელაინი სათასო მატჩის დროს და ამის გაკეთება კიდევ ერთხელ მოგვიწევს. "იუნაიტედი" ბურთს დიდხანს და კარგად აკონტროლებს, ჩვენ უნდა შევზღუდოთ მათი სივრცეები და სწრაფი კონტრშეტევებით შევუტიოთ."
"ბოლო მატჩებში ძალიან კარგად გამოვიყურებით და კვირას გასამართ შეხვედრაშიც იგივეს გაკეთება გვმართებს", - განაცხადა პერ მერტესაკერმა.