"მანჩესტერ იუნაიტედი" "არსენალსა" და "ლივერპულს" მადრიდის "რეალის" ფორვარდის, კარიმ ბენზემას შეძენაში კონკურენციას გაუწევს.
საფრანგეთის ნაკრების წევრმა თვეზე მეტი გამოტოვა ტრავმის გამო, თუმცა ოთხშაბათს "იუვენტუსის" წინააღმდეგ მატჩში დაბრუნების საშუალება ექნება.
მაგრამ საეჭვოა "სანტიაგო ბერნაბეუზე" ბენზემას დარჩენა, რადგან კარლო ანჩელოტი ეძებს ცენტრალურ ფორვარდს, რომელიც უფრო მეტ გოლს გაიტანს.
"არსენალი" და "ლივერპული" "ლიონის" ყოფილი ფეხბურთელით გასულ ზაფხულსაც ინტერესდებოდნენ, თუმცა არსენ ვენგერისა და ბრენდან როჯერსის ინტერესი არც წელს განელებულა.
დაინტერესებული კლუბების რიცხვშია "იუნაიტედიც", რომელსაც კარიმის გადასაბირებლად 40 მლნ. ფუნტის გადახდა მოუწევს.