"იუნაიტედის" ლეგენდამ, ბრაიან რობსონმა ანხელ დი მარიას მხარი დაუჭირა და იმედი გამოთქვა, რომ არგენტინელი გუნდის სიმბოლური ფიგურა იქნება.
"ყველა იმას გეტყვით, რომ ანხელ დი მარია არ გამოიყურება ისე, როგორც ველოდით. პირველი 6-7 მატჩი მან კარგად ჩაატარა, თუმცა ინგლისურ ფეხბრუთთან ადაპტაციამ მისი თავდაჯერებულობა შეარყია. მიუხედავად ამისა, ანხელი დიდი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, რომ მისი კარიერა "ოლდ ტრაფორდზე" წარმატებული იქნება."
"იუნაიტედის" ბოლო წარუმატებლობამ ძალიან გამაოცა, რადგან "ტოტენჰემის", "ლივერპულისა" და "სიტის" დამარცხების შემდეგ შენ გუნდისგან მეტს ელოდები. როგორც ჩანს, გუნდმა საკუთარი გზა იპოვა, თუმცა უახლესმა შედეგებმა გვაჩვენა, რომ ლუი ვან გაალს ჯერ კიდევ დიდი სამუშაო აქვს ჩასატარებელი. ამ სეზონში გუნდს ძალიან ბევრი ტრავმირებული ჰყავდა. ფეხბურთელებთან რთულია თანამშრომლობის დამყარება, როდესაც მათ დაზიანებები დიდ დარტყმას აყენებენ. იმედი მაქვს, ლუი ვან გაალი გუნდს შეკრებს და სეზონს ჩემპიონთა ლიგის ზონაში დაასრულებს. ეს ამ წელს ჩვენი მთავარი მიზანი იყო," - განაცხადა რობსონმა