მემფის დეპაი "იუნაიტედის" ფეხბურთელის რანგში პირველ განცხადებას აკეთებს.
მემფის დეპაიმ თავისი ოფიციალური "თვითერი" გამოიყენა, რათა "მანჩესტერ იუნაიტედში" ზაფხულში გადასვლის შესახებ კომენტარი გაეკეთებინა.
21-წლის ჰოლანდიელმა სამი სხვადასხვა შეტყობინება გაავრცელა, ერთ-ერთი მათგანი კი პსვ-სა და "იუნაიტედს" შორის მიღწეული შეთანხმდებიდან ორი საათის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ მისი ტრანსფერი სამედიცინო შემოწმებაზეა დამოკიდებული და ოფიციალურად მხოლოდ სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ დადასტურდება, დეპაი უკვე მოხარულია "წითლების" რიგებში თამაშის საშუალებით.
დეპაის პირველი შეტობინება პსვ-ს უკავშირდება, რომელიც ჩემპიონობის ნაადრევად გაფორმებას ეხებოდა:
"მე ყოველთვის ვამბობ: ოცნება, რწმენა, მიღწევა. ვოცნებობდი და მწამდა, რომ "პსვ ეინდოჰენთან" ერთად ერედივიიზის ჩემპიონი გავხდებოდი და ამას მივაღწიეთ".შემდეგ დეპაიმ დაურთო, რომ საოცრად მოხარული იყო პსვ-სა და მისი გულშემატკივრის, აგენტისა და სპორტულ აღჭურვილობაზე პასუხისმგებელი ადამიანების გამო.
საბოლოოდ და "იუნაიტედის" გულშემატკივართათვის ყველაზე ამაღელვებლად, მან დაწერა:
"ახლა დრო დადგა ჩემი თასების მოგების მიზნები "იუნაიტედთან" ერთად დავისახო".მოგვიანებით, პსვ-ს ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა ინტერვიუ, სადაც დეპაი აცხადებს, რომ "იუნაიტედში" თამაში ოცნების ახდენას ჰგავს.
"მე და კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედს" შევუთანხმდით. ეს მართლაც ფანტასტიკურია. დიდი ლიგისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია."წყარო:
manutd.com