"საუთჰემპტონის" მენეჯერმა რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეს ნათანიელ კლაინს საკუთარი მომავლის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად დრო მისცა.
"ჩვენ კლაინთან და მის აგენტთან ჯერ კიდევ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ზუსტი პასუხი გვინდა, ამიტომ მას 10 მაისამდე დრო მივეცით. ჩვენი კლუბი კლაინის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს."
"ნათანიელთან ბევრჯერ მისაუბრია და ვიცი, რომ ის კლუბში ბედნიერია, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რატომ ვერ მოიტანს ახალი კონტრაქტი რაიმე შედეგს? არ ვიცი. უმჯობესია ამის შესახებ თავად კლაინსა და მის აგენტს ჰკითხოთ."-განაცხადა ჰოლანდიელმა