თბილისი:
მანჩესტერი:
5-05-2015, 16:35
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2566,
კომენტარები: 11
"იუნაიტედი" შესაძლოა ჰუმელსის გარეშე დარჩეს
"ეშმაკებს" ჰუმელსის დაკარგვა ემუქრებათ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველის ილკაი გიუნდოგანის შეძენას არ ჩქარობს, რადგან მისმა ტრანსფერმა შესაძლოა მატს ჰუმელსის გადმოსვლას ხელი შეუშალოს.

გერმანულმა კლუბმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ გიუნდოგანმა ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი განაცხადა. როგორც პრესა აცხადებს მას "ოლდ ტრაფორდზე" გადმოსასვლელად ხელს არაფერი უშლის.

თუმცა Manchester Evening News აცხადებს, რომ "ბორუსია" წელსაც არ დაარღვევს ტრადიციას და მხოლოდ ერთ ვარსკვლავს გაუშვებს. 2014 წელს ეს იყო რობერტ ლევანდოვსკი, 2013 წელს-მარიო გიოცე, 2012ში-შინჯი კაგავა და 2011 წელს კი ნური შაჰინი.

ასე რომ, თუ "იუნაიტედი" ილკაის შეძენას დააჩქარებს, არსებობს შანსი, რომ გერმანულმა კლუბმა მატს ჰუმელსის ტრანსფერი დაბლოკოს. მატსი კი "წითელი ეშმაკების" პირველ სატრანსფერო სამიზნედ ითვლება.

სხვა მხრივ, "ბორუსია" ცვლის მთავარ მწვრთნელს. შესაძლოა ამ თანამდებობაზე ტომას კუხელი დაინიშნოს, რომელმაც შესაძლოა იურგენ კლოპის შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეცვალოს.

წყარო: Fapl.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
7 მაი 2015 09:48
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ესეთ სისულელეს რომ წერენ ხომე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ 12 წლის ჟურნალისტების არიან.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top