თბილისი:
მანჩესტერი:
1-05-2015, 10:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1983,
კომენტარები: 12
"იუნაიტედი" 100 მილიონს გადაიხდის
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბეილის შეძენას კვლავ ცდილობს.
თუ გარეტ ბეილი ზაფხულში "რეალის" დატოვების სურვილს გამოთქვამს, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა მის შესაძენად 100 მლნ. ფუნტი გადაიხადოს.

The Telegraph-ი ირწმუნება, რომ "წითელი ეშმაკები" ასეთი თანხის დახარჯვის უფლებას საკუთარ თავს მისცემენ, რადგან Adidas-სთან გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით ისინი 750 მლნ. ფუნტს მიიღებენ.

კლუბის ხელმძღვანელობამ ვან გაალს აცნობა, რომ მას ყოველთვის ექნება 100 მლნ. ფუნტის დახარჯვის საშუალება იმ შემთხვევაში, თუ ბეილი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ხელმისაწვდომი იქნება.

25-წლის ბეილი, რომელიც "რეალმა" 2013 წელს "ტოტენჰემისგან" 85 მლნ. ფუნტად შეიძინა, ჯერ კიდევ სარგებლობს პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის ნდობით, მაგრამ გულშემატკივრებისა და პრესისგან დიდ ზეწოლას განიცდის.

გასული სეზონის ბოლოს ბეილი "რეალის" მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის თასის ფინალებში გაიტანა გოლი. თუმცა მიმდინარე სეზონში მისი შედეგი შედარებით მოკრძალებულია და თუ მისი როლი მნიშვნელოვან მატჩებში შეიცვლება, უელსელი შესაძლოა პრემიერ ლიგაში დაბრუნებაზე დაფიქრდეს.

წყარო: fapl.ru
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
1 მაი 2015 21:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მოეშვან ამ ბეილს რისი იმედი აქვთ რო ვინმე გამოუშვებს? ან მართლა ვინმეში რო 100 მილიონი გადაიხადონ თავები დაიწვან
0
№12
ავტორი: Macklemore
1 მაი 2015 23:41
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
რა 100 მილიონი ხოარ გაგიჟდნენ. 100 მილიონად 3 კარგ ფეხბურთელს იყიდიან.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top