ანხელ დი მარია კვლავ რჩება "პარიზ სენ-ჟერმენის" სატრანსფერო სამიზნედ, რომელსაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ვინგერის დამატება სურს.
თუმცა მიუხედავად იმისა, რომ "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი ბოლო ხუთ მატჩში სათადარიგოთა სკამზე ხვდებოდა, "მანჩესტერ იუნაიტედი" არ აპირებს პრემიერ ლიგის რეკორდულ შენაძენს პირველივე სეზონის შემდეგ განშორდეს.
პსჟ-მ დი მარიას შეძენა გასულ ზაფხულსაც სცადა, მაგრამ UEFA-ს მიერ დადგენილმა ფინანსურმა ფეირ-პლეიმ პარიზელებს ამის საშუალება არ მისცა.
ლორან ბლანი ჯერ კიდევ არ კარგავს არგენტინელის შეძენის იმედს და მის გადასაბირებლად მზად არის 45 მლნ. ფუნტი გადაიხადოს.