"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა, ერთ-ერთ სპორტულ რადიოსთან ინტერვიუში ანდერ ერერა შეაქო, მეტიც იგი წლის საუკეთესო შენაძენად დაასახელა:
"ახალი ფეხბურთელებისთვის ყოველთვის რთულია. პირველი 6-7, ხშირად 8 თვეც კი არ მიდის ისე, როგორც სურთ.
თუმცა, ანდერმა პირველივე დღიდან მოახერხა ჩემი მოხიბვლა. იყო პერიოდი, როცა ის ვერ ახერხებდა ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვებას, მაგრამ შემდეგ ყველას აჩვენა თუ რა შეუძლია. ანდერი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებს, ის შესანიშნავია.
მან ძალიან გააძლიერა გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. მას აქვს პოტენციალი გახდეს კიდევ უფრო კარგი და მე მისი მჯერა."