პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ედინსონ კავანის შესაძენად 50 მლნ. ევროზე მეტის გადახდა მოუწევს.
ლუი ვან გაალის სახელს 28-წლის ფორვარდს რობინ ვან პერსისა და რადამელ ფალკაოს ბუნდოვანი მომავლის გამო უკავშირებენ.
ფრანგული კლუბის პრეზიდენტი ჰოლანდიელ სპეციალისტს აფრთხილებს, რომ ურუგვაელის შეძენის სურვილის შემთხვევაში, რომელმაც 2013 წლის შემდეგ პსჟ-ს რიგებში ჩატარებულ 89 მატჩში 48 გოლი გაიტანა, დიდძალი თანხის გადახდა მოუწევს.
"კავანისთან მისი მომავლის თაობაზე მოლაპარაკებები არ გამიმართავს. ის ახალგაზრდა მოთამაშეა და პსჟ-ს მომავალია.
50 მლნ. ევრო "მანჩესტერ იუნაიტედისგან"? ასეთ წინადადებას არც კი დავხედავ.
ედინსონს უფრო მეტი თავდაჯერებულობა სჭირდება, მაგრამ "ლილის" წინააღმდეგ მის მიერ გატანილმა ორმა გოლმა მისი ნიჭი უკვე აჩვენა", - განაცხადა ალ ხელაიფიმ.