თბილისი:
მანჩესტერი:
28-04-2015, 10:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2238,
კომენტარები: 11
ჩიჩარიტო: "რეალი" მსოფლიოს საუკეთესო კლუბია"
ხავიერ ერნანდესი მადრიდში თამაშით მოხარულია.
ჩიჩარიტო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" კუთვნილებაში მყოფმა ხავიერ ერნანდესმა, რომელიც იჯარის წესით მადრიდის "რეალში" ასპარეზობს, მადრიდულ გრანდს მსოფლიოს საუკეთესო კლუბი უწოდა.

მექსიკელმა ფორვარდმა ბოლო სამ ჩატარებულ შეხვედრაში ოთხი გოლის გატანა მოახერხა, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანის, როგორიც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მადრიდულ დერბიში გამარჯვების გოლია.

"მე - მადრიდის ფეხბურთელი ვარ. არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, ამიტომ მინდა რაც შეიძლება მეტი მოვასწრო, სანამ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვიმყოფები", - განაცხადა ერნანდესმა.

"რეალი" სეზონის ბოლოს ფორვარდის გამოსყიდვას აპირებს. ჩიჩარიტოს ანგარიშზე კი მიმდინარე სეზონში გატანილი 7 გოლია.

"თანაგუნდელები მილოცავდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი კოლექტიური სამუშაოს დამსახურებაა. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მადრიდის "რეალმა" მიაღწიოს იმ სიმაღლეებს, რომელსაც იმსახურებს და ყველა ტურნირში გაიმარჯვოს. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ ამ მიმართულებით".

მექსიკელი ფორვარდი მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმაც გამოყო: "კლუბში გატარებული დროით სიამოვნებას იღებს და ყველაფერი რიგზეა. როცა ჩიჩარიტო ასეთ ფორმაშია, ის კრიშტიანუ რონალდუს, ბენზემას, ბეილის, ხამეს როდრიგესის, სერხიო რამოსის, ისკოს, რაფაელ ვარანისა და პეპეს მსგავსად უნიკალურია.

ჩემს გუნდში არიან ფეხბურთელები, რომელთაც არაფრის გულისთვის არ გაყიდი სხვა კლუბში, მაგრამ მხოლოდ 11 მათგანი თამაშობს ერთდროულად, დანარჩენი კი სკამზე რჩება".


წყარო: bbc
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: temo-scholes
29 აპრილი 2015 08:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
xdeba xolme...:)
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top