"მანჩესტერ იუნაიტედი" ახლოსაა "ზენიტის" ნახევარმცველის, აქსელ ვიტსელის ტრანსფერთან, მას შემდეგ რაც აქსელის მამამ, 26 წლის ფეხბურთელის მომავალზე ბელგიურ მედიასთან ისაუბრა.
ვიტსელი "ზენიტს" 3 წლის წინ, "ბენფიკადან" შეუერთდა. მას შემდეგ, მის მიმართ ინტერესს მრავალი ტოპ კლუბი იჩენს, მათ შორის კი "მანჩესტერ იუნაიტედიცაა".
ვიტსელმა რამდენიმე თვის წინ ისიც განაცხადა, რომ პრემიერ ლიგაში თამაში სურს და ბავშვობიდან "იუნაიტედის" ქომაგია, რაც კიდევ უფრო ზრდის მისი "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგების შანსებს. ცოტა ხნის წინ კი, აქსელის მამამ დაადასტურა, რომ მისი შვილი სეზონის ბოლოს "ზენიტს" დატოვებს.
"აქსელს არასდროს უნანია "ბენფიკადან" "ზენიტში" გადასვლა, თუმცა 3 წელი პეტერბურგში სავსებით საკმარისია" - აცხადებს ტიერი ვიტსელი ბელგიურ მედიასთან ინტერვიუში.
"იმედი გვაქვს პეტერბურგს ტიტულით დავტოვებთ, რადგან ამჟამად "ზენიტს" 8 ქულიანი უპირატესობა აქვს მეორე ადგილოსან გუნდთან."
ტიერი ვიტსელმა ასევე დაადასტურა ისიც, რომ მისი შვილის მიმართ ინტერესს იტალიური "იუვენტუსიც" იჩენს".
"იუვენტუსი?" დიახ, ისინი აქსელით ინტერესდებიან, თუმცა ერთადერთნი არ არიან. ჩვენ ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია."