მათს ჰუმელსი "დორტმუნდის" დასატოვებლად მზად არის.
გერმანიის წამყვანი სპორტული გამოცემა "Bild" აცხადებს, რომ "იუნაიტედმა" ოფიციალური შეთავაზება გააკეთა, რათა მატს ჰუმელსი გადაიბიროს. გამოცემის ცნობით, შეთავაზებული თანხა 30 მილიონი ევროა (21 მილიონი ფუნტი).
26-წლის ფეხბურთელი მთავარი სამიზნეა "იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ლუი ვან გაალისთვის, რომელიც ორჯერ ცდილობდა მის გადაბირებას.
წყაროს თანახმად, პირველი წინადადება "დორტმუნდს" არ დააკმაყოფილებს. კლუბის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ მათი კაპიტნის გასხვისებით მოპოვებული თანხა იქნება არანაკლებ 45 მილიონი ევროსი. (32 მილიონი ფუნტი).
ჭორების მიხედვით, ჰუმელსი მზად არის გერმანიის დასატოვებლად და სხვა კლუბში გადასასვლელად.
ფეხბურთელმა საბოლოო გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ იურგენ კლოპი ზაფხულში "დორტმუნდს" დატოვებდა.
აქვე დავამატებთ იმას, რომ ჰუმელსის კონტრაქტი 2017 წლის ივნისში იწურება. მატსმა ბორუსიას რიგებში ორჯერ მოიგო ბუნდესლისგა, ორჯერ გერმანიის თასი და მონაწილეობა მიიღო ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელიც 2013 წელს "უემბლიზე" გაიმართა.
წყარო:
fapl.ru