ღონისძიება "ჩემი ოცნების დღის" დროს, როცა ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი "იუნაიტედის" გულშემატკივრებს შეხვდა, ერთ-ერთმა მათგანმა ვან გაალს უცნაური სია გადასცა, სადაც იმ ფეხბურთელების სახელები ეწერა, რომელთა შეძენასაც ის ითხოვდა.
"მე მზად ვარ თქვენთან შესახვედრად, ლუი,"-განაცხადა გულშემატკივარმა.
"მე თქვენს სიას აუცილებლად გავითვალისწინებ, ის ძალიან კარგია. თქვენ ჭკვიანი ხართ, რადგან მწვრთნელს საქმე გამოუნახეთ."- უპასუხა ვან გაალმა.
კლუბის ოფიციალურ ტელეკანალთან ინტერვიუში ლუიმ ამ სიაზე ისაუბრა და შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ჰუმელსი დაახლოებით 36 მლნ. ფუნტი ღირს, კლაინი-15 მილიონი, პოლ პოგბა 75 მილიონი, გარეთ ბეილი - 120 მლნ. ფუნტია, რაც შეეხება "პორტუს" მოთამაშე ჯექსონ მარტინესს, მისი ღირებულება 25 მლნ. ფუნტია. გულშემატკივარმა კი ის არ მითხრა, თუ ჩემი ფეხბურთელებიდან რომელი გამეყიდა, თუმცა მოგვიანებით ამ საკითხს ჩვენ განვიხილავთ. ამ შემადგენლობით, მომდევნო სეზონში ჩვენ ჩემპიონები გავხდებით."