როგორც, ბრიტანული გამოცემა, the Telegraph, იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედი" კიდევ ამზადებს ახალ კონტრაქტებს.
სულ ცოტა ხნის წინ, თავისი ბედი 4 წლით გუნდს უკვე დაუკავშირა კრის სმოლინგმა, 25 წლის ინგლისელი "ეშმაკი" 2019 წლამდე იქნება.
ახალ კონტრაქტის მიმღებთა სიაში დავიდ დე ხეა, ფილ ჯონსი და ეშლი იანგი არიან. სწორედ ამ სამ მოთამაშესთან ურთიერთობის გახანგრძლივებაა პრიორიტეტი გუნდისთვის, თუმცა ალბათ დამეთანხმებით ყველაზე მნიშვნელოვანი დავიდ დე ხეას დაყოლიება იქნება.
სეზონის წინ, ალბათ მოულოდნელი იქნებოდა ეშლი იანგისთვის ახალი შეთავაზების გაკეთება, თუმცა ინგლისელმა ვან გაალს დაუმტკიცა, რომ ის ღირსია წითელი მაისურის ტარების.