მინო რაიოლას განცხადებით, შესაძლოა პოგბამ ტურინი დატოვოს.
"იუვენტუსის" ამომავალი ვარსკვლავის, პოლ პოგბას აგენტის, მინო რაიოალას განცხადებით, შესაძლოა მისმა კლიენტმა ზაფხულის სატრანფერო პერიოდში დატოვოს ტურინი, თუ შესაფერისი შეთავაზება განხორციელდება.
22 წლის ფრანგით, ისეთი კლუბები ინტერესებიან, როგორებიც "პსჟ", "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი", "ჩელსი" და მადრიდის "რეალია". ამის ფონზე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ზაფხულის სატრანფერო პერიოდში სერიოზული ბრძოლა გაიმართება, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის.
მინო რაიოლას შეფასებით, პოლის სატრანფერო ღირებულება არანაკლებ 100 მილიონს უდრის.
მისივე თქმით, პოგბას ტელეფონზე არ წყდება ზარები, რაც ფეხბურთელს მოთმინებას აკარგვინებს და არ არის გამორიცხული, რომ პოგბამ მაინც დატოვოს ტურინული კლუბი.
"იანვრის თვეში მე მივიღე დაახლოებით 2000-მდე ზარი, რომლისგანაც უმრავლესობა პოგბას ტრანსფერს უკავშირდება, თუმცა, ამავე დროს, ჩვენთვის შესაფერისი წინადადებით არავის მოუმართავს"
"მე მჯერა, რომ თუ ამ ზაფხულს წავალთ, ეს იქნება მისაღები წინადადება, როგორც ჩვენთვის, ასევე "იუვენტუსისთვის" . ჩვენ, ამაზე უკვე მოვილაპარაკეთ." - განაცხადა რაიოლამ "La Stampa"სთან ინტერვიუში.
წყარო:
fapl.ru