რადამელ ფალკაოს აგენტმა "ლივერპულთან" კონტაქტი უკვე დაამყარა, რათა ფეხბურთელის შესაძლო გადასვლის საკითხის მოგვარებას შეუდგეს.
კოლუმბიელის მიერ ნაჩვენები შედეგები და თამაშის ხარისხი მხოლოდ იმას მოასწავებს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" მას არ დატოვებენ და "იუნაიტედი" ფეხბურთელის გამოსასყიდად საიჯარო შეთანხმებით გათვალისწინებულ 43.2 მლნ. ფუნტს არ გადაიხდის.
ამან თავდამსხმელი აიძულა ახალი კლუბი მოძებნოს და ხორხე მენდეშმა მოქმედება უკვე დაიწყო.
მიუხედავად წარუმატებელი სეზონისა, რომელსაც ნათელი მხარე ვერც "ჩელსის" წინააღმდეგ ჩატარებულმა მატჩმა უპოვა, "ლივერპულს" ფალკაოსი სჯერა და "ენფილდზე" მის გადაბირებას აპირებს.
რაჰიმ სტერლინგის ბუნდოვანი მომავლის, დანიელ სტარიჯის ტრავმიანობის, რიკი ლამბერტის უუნარობისა და მარიო ბალოტელის ცუდი თამაშის ფონზე "მერსეისაიდელებს" ახალი ფორვარდი ნამდვილად სჭირდებათ, პრობლემის გადაჭრის საშუალებას კი ფალკაოში ხედავენ.
მენდეში შეეცდება თვიდან აირიდოს ყველა შესაძლო საიჯარო შეთანხმება და ფეხბურთელის ახალ კლუბში გადასვლა სრული ტრანსფერით მოახერხოს.