ნათანაელ კლაინი "იუნაიტედში" გადასვლაზე თანახმაა.
ნათანაელ კლაინმა "მანჩესტერ იუნაიტედს" აცნობა, რომ ზაფხულში მის რიგებში გადასვლაზე თანახმაა.
ინგლისის ნაკრების მცველთან "საუთჰემპტონი" ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რადგან "წმინდანებისთვის" ფეხბურთელისადმი ძლიერი ინტერესის თაობაზე ცნობილია.
"იუნაიტედმა" "კრისტალ პალასის" ყოფილი ფეხბურთელის თაობაზე შეთავაზება თებერვალშიც გააკეთა და მის სანაცვლოდ ხავიერ ერნანდესის დათმობას აპირებდა.
"წმინდანების" მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი კი აცნობიერებს, რომ ფეხბურთელის შენარჩუნება გაუჭირდება, მით უმეტეს, რომ მისი გუნდი ოთხეულში მოხვედრას ვეღარ ახერხებს.
მიუხედავად იმისა, რომ კლაინისადმი პრემიერ ლიგის სხვა კლუბებიც იჩენენ ინტერესს, მათ შორის "ტოტენჰემიც", კლაინს "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლა სურს.
კლუბთან დაკავშირებულმა წყარომ განაცხადა: "ფეხბურთელმა კლუბს აცნობა, რომ მისი პირველი არჩევანი "იუნაიტედია". შეთანხმება ჯერ არ შემდგარა, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხია."
კლაინის გადასვლა მინიშნება იქნება რაფაელ და სილვასთვის, რომ ბრაზილიელმა კლუბი უნდა დატოვოს. ლუი ვან გაალი რაფაელმა ვერ დაარწმუნა, რომ მარჯვენა მცველის პრობლემის გადაჭრა შეუძლია.
წყარო:
goal.com