თბილისი:
მანჩესტერი:
25-12-2012, 23:05
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 2520,
კომენტარები: 19
გამარჯვება ცხოვრების მიზნად
ფერგიუსონის წარმატების საიდუმლო
გამარჯვება ცხოვრების მიზნად
სერ ალექსმა ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სტუდენტებთან ისაუბრა საკუთარი წარმატების ფაქტორების შესახებ. მან თქვა, რომ ის ყოველთვის ცდილობდა გუნდში კონფლიქტის აღმოფხვრას და ფეხბურთელებს შორის თბილ და მეგობრულ ურთიერთობებს ამყარებდა. სწორედ ეს ფასეულობები ეხმარებოდა მას წარმატების მიღწევაში. მან სტუდენტებს მიმართა:”არასდროს დაიძინოთ მშვიდად, როცა რამეში ეჭვი გეპარებათ, ეს გრძნობა ყოველთვის შეგაწუხებთ”

ვარჯიში

”ჩვენ ვარჯიშებს აღვიქვამთ, როგორც შესაძლებლობას ვისწავლოთ გა დავაუჯობესოთ ჩვენი შესაძლებლობები. ფეხბურთელებმა შეიძლება იფიქრონ:”სულ ერთსა და იმავეს ვაკეთებთ”. სწორედ ეს გვეხმარება გამარჯვებაში. დასკვნა მარტივია. ამ კლუბში არ შეიძლება მშვიდად იჯდე ერთ ადგილზე. სავარჯიშო მოედანზე კრიტიკის დრო არაა. ვარჯიშის დროს ყველა მოუთმენლად ელის გაიგოს სიტყვები:”ყოჩაღ, შესანიშნავად იმუშვე!” ეს არის საუკეთესო ფრაზა, რომელიც სპორტში იხმარება. არ გჭირდება რაღაც განსაკუთრებულის გამოგონება. ფერგიუსონმა ისაუბრა ფეხბურთელებზე, რომლებიც ”ბოროტებით” გამოირჩეოდნენ. როგორც ჩანს მან პოლ სქოულზი იგულისხმა:” ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი ხშირად ტოვებდა მოედანს წითელი ბარათების გამო. ეს მისი თამაშის მანერა იყო. ის ვარჯიშებზეც ასეთივეა. შესაძლებელია თუ არა გადავაჩვიო? არა, ეს წარმოუდგენელია. ამ ფეხბურთელს შესანიშნავად იცის თავისი საქმის კეთება.

ნდობა

ფერგიუსონისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნდობაა. არა შიში, არამენდ ნდობა. ასევე მან თქვა, რომ არ შეიძლება ძალიან დიდად ენდო ფეხბურთელს, მას უნდა აგრძნობინო თუ ვინაა უფროსი:”ფეხბურთელებს ყოველთვის ვერ უყვირებ. ეს არ მოქმედებს. არავის არ მოსწონს როცა უყვირიან. გასახდელში ეს აუციელებელია, რათა ფეხბურთელს შეცდომა დაანახო. ამას ყოველი თამაშის შემდეგ ვაკეთებ. არასდროს ველოდები ორშაბათს, ამას მაშინვე ვაკეთებ. კონტროლი არ უნდა დაკარგოთ არასდროს, განსაკუთრებით მაშინ, როცა თქვენ წინ 30 მილიონერი ვარსკვლავია. თუ ფეხბურთელები ცუდად იქცევიან დააჯარიმე ან სხვა სასჯელი უნდა მოიფიქრო. თუ ისინი ჩემი კონტროლის არეალიდან გადიან, ფაქტიურად მკვდრები არიან. როცა ახალგაზრდა ტალანტთან ვმუშაობ, ვეუბნები, რომ მას მოუწევს ისე მუშაობა, როგორც არასდროს. ისინი მაქსიმალურად უნდა დატვირთო, რათა მიეჩვიონ დისციპლინას. ეს ეხება მოედნის მიღმა ურთიერთობასაც. მხოლოდ იმ ფეხბურთელებით ვინტერესდები, რომელსაც ნამდვილად უნდა ამ კლუბში თამაში. მათ უნდა სძულდეთ მარცხი ისევე, როგორც მე. ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს ნამდვილს სახეს და ზნეს. ჩვენ მანჩესტერ იუნაიტედი ვართ.

იმისათვის, რომ კლუბში იყოს ჰარმონია, სერ ალექსის აზრით ფეხბურთელები უნდა ენდობოდნენ ერთმანეთს:” არასდროს არ ვაცხადებ ძირითად შემადგენლობას დიდი ხნიტ ადრე. მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე ვაცხადებ ძირითად შემადგენლობას, ერთი საათი კი ვესაუბრები მათ ვისაც ძირითადსი ვერ მოხვდნენ. ამ ყველაფერს წესრიგის დაცვით ვაკეთებ. ეს ძალიან რთულია, მაგრამ ეს ჩემი არჩევანია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ერთხელ მეც ამომაგდეს შემადგენლობიდან შოტლანდიის თასის მატჩზე, ამიტომაც ვიცი როგორია ეს შეგრძნება. ვიცი, რომ ყოველთვის არ არიან კმაყოფილები ჩემი გადაწყვეტილებით, თუმცა არასდროს არ ვამბობ:”ალბათ მე შევცდი”. პირიქით ყოველთვის ვამბობდი:”ეს დღეს დღეისობით საუკეთესო შემადგენლობაა. ვცდილობ ჩემი ნდობით თავდაჯერებულობა შევმატო მათ. ამიტომაც სწრაფად და ზუსტად უნდა მივიღო გადაწყვეტილება. არადროს არ ვიძინებ უკმაყოფილების გრძნობით!

მიმდინარე სეზონი

მიმდინარე სეზონზე საუბრისას სერ ალექსმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თავისი გუნდის ფორმაზე:” ჩვეულებრივ არც ისე ძლიერები ვართ სეზონის სტარტზე, ოქტომბერში კი უკვე ძლიერად ავმუშავდებით ხოლმე. ყოველ წელს ჩემს ფეხბურთელებს ვეუბნები, რომ ტუ საშობაოდ 3 ქულით წინ არიან უახლოეს მოწინააღმდეგეზე, მაშინ ძალიან კარგი შანსი აქვთ ჩემპიონობის. არასდროს არ ვამბობ, რომ თითქმის მოვიგეთ ტიტული. თუ წინ მნიშვნელოვანი მატჩი გველის, მაშინ მნიშვნელოვან ფეხბურთელებს დასვენების საშუალებას ვაზლევ შედარებით მარტივ მატჩებში. არსებობს გარკვეული რისკი, თუმცა ჩემს ფეხბურთელებს ვენდობი.

წინასამატჩო მიმართვა

”ერთელ ერთმა მწვრთნელმა მომიყვა ერთი ისტორია. მან თქვა, რომ ყოველი თამაშის წინ ჩვეულებრივ მიმართავდა საკუთარ ფებურთელებს, თუმცა ზოგიერთი უსმენდა მას, ზოგსაც კი ამ დროს ეძინა. ამიტომაც ვცდილობ, მათ მოვუყვე სხვადასხვა ისტორიები, რათა გავაფართოვო მათი წარმოსახვა. ძირითადა ვსაუბრობ რწმენაზე და ერთმანეთის მიმართ ნდობაზე. მახსოვს ერთხელ ანდრეა ბოჩელის კონცერტზე ვიყავი. პირველად ვიყავი ასეთ ღონისძიებაზე. ეს ფანტასტიური კონცერტი იყო. ამასვე ვეუბნები გუნდს. თუ ისინი ისევე იმუშავებენ, როგორც სიმფონიური ორკესტრი, მაშინ ბრწყინვალედ ითამაშებენ.

ტაქტიკა

”ტაქტიკა სიტუაციიდან გამომდინარე იცვლება. ყოველთვის ვცდილობ ყურადღება გავამავილო მოწინაარმდეგე გუნდის იმ ფეხბურთელებზე, რომლებსაც გარკვეული ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ მატჩზე. ვინ ასრულებს სტანდარტებს? რომელი ფეხბურთელი ათამასებს ბურთს? ძირითდად გუნდზე ვარ ორიენტირებული. ყოველთვის ვცდილობტ გავარჩიოთ მოწინააღმდეგის სუსტი წერტილები. შაბათობით კი ყველაფერს ვაჯამებთ და ვიმახსოვრებთ ყველა დეტალს.

შესვენება

”ჩემს განკარგულებაში არის მხოლოდ 8 წუთი, როცა ფეხბურთელები მისმენენ. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროის სწორად გამოყენება. როცა მატჩს იგებ ეს ყველაფერი თითქოს მარტივია. ამბობს, რომ მთავარია კონცენტრაცია არ დაკარგო და მიღწეულით არ დაკმაყოფილდე. სხვა დეტალებს კი ყურადღებას არ ვაქცევთ. როცა აგებ, აუცილებლად უნდა იქონიო ზეგავლენა ფეხბურთელებზე. პირველი ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ვფიქრობ თუ რა ვუთხრა ფეხბურთელებს გასახდელში. არაფერს არ ვინიშნავ მატჩის განმავლობაში, როგორც სხვა მენეჯერები აკეთებენ, არცრთ წუთს არ ვუშვებ ხელიდან. ვერ წარმომიდგენია გასახდელში ჩემი მიმართვა:”შენ 30_3 წუთზე დაუშვი ეს შეცდომა” ვფიქრობ ასეთი მენეჯერი ვერ იქონიებს გავლენას გუნდზე.”

ტიტულის დაკარგვა

”დღემდე გაბრაზებული ვარ გასულ სეზონში მარცხით. ეს იყო კიდევ ერთი დღე იყო იუნაიტედის ისტორიაში. ეს იყო დრამა, რომელიც არაერთხელ ყოფილა იუნაიტედის ისტორიაში. ვინ წარმოიდგენდა, რომ ბლექბერნი, რომელიც ბოლო ადგილზე იმყოფებოდა ოლდ ტრაფორდზე 3-2 მოგვიგებდა? ან კიდევ ევერტონი რომ შემოატრიალებდა მატჩს 4-2 შემდეგ? მოტივაცია ისაა ჩვენთვის, რომ ასეტი ფაქტები მეორედ არ განმეორეს.

ჩემპიონთა ლიგა თუ პრემიერ ლიგა?

”ერთი სეზონის განმავლობაში ძალიან რთულია ორი ასეთი მასშტაბის ჩემპიონატში მონაწილეობა. ჩვენ ვიმყოფებით ქვეყანაში სადაც სამი გავლენის სფეროა: ლონდონი, სადაც სამი კლუბის ბაზაა- ჩელსი, ტოტენჰემი, არსენალი , ორი კლუბი მანჩესტერიდან და ასევე ლივერპული. სწორედ ეს ახდენს გავლენას ჩვენზე და ტიტულის მოგების სურვილზე. ჩემპიონთა ლიგა უდიდესი ტიტულია. გასულ სეზონში შეცდომა დავუშვი და ამ ჩემპიონატზე ბევრი ახალგაზრდა ვათამაშე. მიუხედავად ჩვენი უდიდესი გამოცდილებისა, მაინც გამოვვარდით. ეს ნამდვილი შოკი იყო. ჩემი კარიერის განმავლობაში მხოლოდ 3-ჯერ ვერ შევძელი გუნდის პლეიოფში გაყვანა. ამ სეზონში არ გავრისკავ ევროპაში ამდენს.

გლეიზერები

კლუბს გლეიზერები მართავენ. ისინი ძალიან თავშეკავებულები და თავაზიანები არიან ჩემ მიმართ. მე რომ ვიყო კლუბის პრეზიდენტი და მწვრთნელი ამდენ ტიტულს იგებდეს სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიქნებოდი. ზოგიერთმა კლუბმა იმდენჯერ შეიცვალა მენეჯერი, რომ ზოგიერთის აზრით ძალაუფლება გასახდელში ფეხბურთელებს აქვთ. ეს ძალზედ საშიშია. ეს ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ფეხბურთელმა მწვრთნელზე მეტი იცის ფეხბურთის შესახებ.

მოურინიო და გვარდიოლა

”ხოსეპი ძალიან ჭკვიანი ადამიანია, მას აქვს ქარიზმა და ფეხბურთელები მას ენდობიან. ის ასევე ძალიან სიმპათიური კაცია. ბევრი კომპონენტი გამაჩნია ამ ჩამონათვალიდან, გარეგნობის გარდა. მას სჯერა საკუთარი თავისა და ფეხბურთელების. მან სრულიად შეცვალა ბარსელონას სათამაშო სტილი და ასწავლა გუნდს, რომ ბურთის დაკარგვისთანავე იბრძოლოს მის დასაბრუნებლად. ჟოზე და ხოსეპი ორივენი უდიდესი ნიჭით დაჯილდოვებული სპეციალისტები არიან. მათ ფანტასტიკური მიღწევები აქვთ, რის გამოც მათი ფეხბურთელების პრესიჟიც გაიზარდა

წყარო:The Daily Mirror
სტატიები
19 კომენტარი
№11
ავტორი: gilmour
26 დეკემბერი 2012 00:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
R.v.Persie,
მაგარი სტატიაა და ბევრი გიშრომია გაიხარე.

რასაც ასე საჯაროდ ამბობს ფერგი ესეც რა საინტერესოა და თქვენ წარმოიდგინეთ რაც თავისი პატარ პატარა საიდუმლოები აქვს ყველაფერი რო თქვას რა მაგარი იქნება, ალბათ ფეხბურთიდან რო წავა წიგნს დაწერს ან სხვა დაწერს ფერგიზე წიგნს.
0
№12
ავტორი: razma21
26 დეკემბერი 2012 00:41
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
საღოლ ბექა საღოლ!
0
№13
ავტორი: buka oboladze
26 დეკემბერი 2012 01:39
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ისე ბიჭებო სამთრის საკაიფო ავატარებირომ დადოთ მანჩესტერის, კარიკატურებიც, რამე თოვლისბაბუები მანჩესტერის ქუდებით დარამე, კაიიქნება )))
0
№14
ავტორი: red devil
26 დეკემბერი 2012 09:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sagol avtos magari statiaaaa. Fergize ki ukomentarod magari kacia
0
№15
ავტორი: Ví Ví
26 დეკემბერი 2012 09:59
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
ძააან მაგარი ავტორ
0
№16
ავტორი: UTD-Rule
26 დეკემბერი 2012 10:41
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საღოლ ბექა საინტერესო იყო ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№17
ავტორი: giorgi cincadze
26 დეკემბერი 2012 11:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
fergi umagresia!!!

p.s სიახლე შემიმოწმეთ!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ძალიან მაგარი ფეხბურთის ონლაინ მენეჯერი http://trophymanager.com/?c=2681009 დარეგისტრირდით და ისიამოვნეთ!!!
№18
ავტორი: love united
26 დეკემბერი 2012 12:32
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საღოლ!..რამდენი გიშრომია!..
giorgi cincadze
რა გუნდით თამაშობ ტროპიში?..
0
№19
ავტორი: Shako Jones
26 დეკემბერი 2012 14:35
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
უმაგრესი სტატიაა !!!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top