მემფის დეპაი, რომელიც "პსვ"–ს აკადემიის აღზრდილია, კიდევ უფრო მიუახლოვდა "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგებას.
"იუნაიტედის" ბოსი, ლუი ვან გაალი 21 წლის ჰოლანდიელის დიდი თაყვანისმცემელია და მის შესაძლებლობებს ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში 2 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ კარგად იცნობს.
"პსვ"-ს ტექნიკური დირექტორის, მარსელ ბრენდის ცნობით, "იუნაიტედის" თავკაცმა უკვე გადადგა ნაბიჯი დეპაის შეძენისკენ.
"დეპაის მიმართ ინტერესს ბევრი დიდი კლუბი იჩენს" – აცხადებს ბრენდი "Fox Sports"–თან ინტერვიუში.
"იუნაიტედმა" სატელეფონო ზარი განახორციელა ჩვენთან, თუმცა შეთანხმება ჯერ-ჯერობით არ შემდგარა. იმ შემთხვევაში თუ ისინი შეთავაზებას გააკეთებენ, გადაწყვეტილების მიღება თავად დეპაის მოუწევს. ჩვენ არ შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ ასეთ კლუბს".