თბილისი:
მანჩესტერი:
19-04-2015, 14:35
ავტორი: A.HERRERA,
ნანახია: 3462,
კომენტარები: 17
"იუნაიტედი" ინგსს დაიმატებს
"იუნაიტედი“ ფავორიტია.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ახლოსაა ჩემპიონთა ლიგის საგზურთან, რაც „ბარნლის“ თავდამსხმელის, დენი ინგსის გადმობირების შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის და „იუნაიტედს“ დიდ უპირატესობას ანიჭებს.

22 წლის ინგლისელს, მოქმედი კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის დასრულებისას ეწურება, რამაც რამდენიმე ტოპ კლუბის მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა. მისმა შთამბეჭდავმა დებიუტმა კი, პრემიერ ლიგაში „იუნაიტედის“ ყურადღებაც მიიბყრო.

“The daily telegraph”-ის მტკიცებით სწორედ „იუნაიტედია“ ლიდერი დენი ინგსისთვის ბრძოლაში, რადგან ლუის ვან გაალის გუნდი, დიდი ალბათობით მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

ამჟამად „წითელი ეშმაკები“ მესამე ადგილზე იმყოფებიან სატურნირო ცხრილში და 8 ქულით უსწრებენ მეხუთე ადგილოსან „ლივერპულს“. „იუნაიტედის“ შესანიშნავი ფორმა კი, სეზონის ოთხეულში დასრულების წინაპირობას იძლევა.

როგორც მოსალოდნელია, ვან გაალი სეზონის დასრულების შემდეგ, თავდასხმის ხაზში მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს, შედეგად რობინ ვან პერსი და რადამელ ფალკაო კლუბს დატოვებენ, ხოლო კლუბის ერთადერთ, სანდო თავდამსხმელად უეინ რუნი დარჩება.

კლუბს სავარაუდოდ კიდევ ერთი თავდამსხმელი ჩიჩარიტოც დატოვებს, რომელიც ამჟამად ერთ წლიანი არენდით, მადრიდის „რეალის“ ღირსებას იცავს.

metro.co.uk
ჭორები
17 კომენტარი
№11
ავტორი: Count Alucard
19 აპრილი 2015 17:50
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ინგსს ისევ ჰარი კეინი მირჩვენია, ფალკაომ გუშინ დაამტკიცა, რომ საჭირო მომენტში გუნდი მას ვერ დაეყრდნობა და მაგის იმედი ვერ გვექნება, პერსი დაბერდა და სულ ტრავმა აქვს, ამიტომ საჭიროა შედარებით ახალგაზრდა, მაგრამ არა მთლად ბავშვი, ფორვარდი, რომელიც გუნდს და ზოგადად პრემიერ ლიგას ალღოს აუღებს.
0
№12
ავტორი: Wardell
19 აპრილი 2015 21:01
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
Rosso Diavolo,
კეინი უფასოდ? რაღაც არასწორად გახსოვს ან გაიგე wink
0
№13
ავტორი: Pazu21
19 აპრილი 2015 21:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 119
Fenix,
Mase reuszec idzaxdnen manches faniao, modrichze barsas, mara vin sadaa shenc gecodineba. ligaze tamashi tu unda chventan wamova, tu gerards gavs da gundis siyvaruli ligas urchevnia, ki batono liveshi itamashebs:) tan tqven xo baloteli gyavt
0
№14
ავტორი: Jorbe-Jorbe
19 აპრილი 2015 22:56
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ნამდვილად არ ვიცი რა დონის ფეხბურთელია, მაგრამ რადგან იუნაიტედი ინტერესს იჩენს, ესეიგი რაღაცას წარმოადგენს.
ფაქტია, რომ ფალკაო უნდა წავიდეს
0
№15
ავტორი: RojoDiablo
19 აპრილი 2015 23:22
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Fenix,
სულ წაიყვანეთ ლაკაზეტი. მაგისთანა ფორვარდები მხოლოდ ბალოტელობას მოახერხებენ. მომდევნო წელს ისეთ ფორმაში იქნება დასანახად ვერ აიტან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№16
ავტორი: Macklemore
19 აპრილი 2015 23:44
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
რავიცი, ზამენიდან რო დაიწყოს მშვენიერი იქნება. ვინ იცის, იქნებ ძირითადისთვისაც იბრძოლოს.
0
№17
ავტორი: Goginashvili777
20 აპრილი 2015 08:26
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
მოდი პაპასთან, მოდი lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top