"მანჩესტერელთა" კაპიტანი უეინ რუნი დარწმუნებულია, რომ გუნდს "ჩელსისთან" გამართულ მატჩში სამი ქულის მოპოვება შეეძლო. უეინი თვლის, რომ თამაშის ხარისხი პოზიტიურია, შედეგი კი ნეგატიური. "ვფიქრობ, ჩვენი თამაშის ხარისხი შესანიშნავი იყო, მატჩის დასაწყისიდან დასასრულამდე ვდომინირებდით. ბევრი კარგი შანსი გვქონდა, მაგრამ ვერცერთი გამოვიყენეთ. ვგრძნობდი, რომ თუ ერთ გოლს გავიტანდით, თუნდაც დასასრულამდე 5 წუთით ადრე, მატჩის მოგებას შევძლებდით. გუნდს დღევანდელი თამაშის ხარისხი მეტ თავდაჯერებულობას მოგვცემს. იშვიათად მინახავს, "სტემფორდ ბრიჯზე" სტუმარი გუნდი ასეთი დომინანტი ყოფილიყო. ერთადერთი რამ, რაც "იუნაიტედს" აკლდა, გოლი იყო. სხვა დროს შეიძლება ასეთი თამაშით ორი და სამი გოლი გაგვეტანა, მაგრამ დღეს ეს არ მოხდა. ახლა ჩვენი მიზანია მაქსიმალური კონცენტრაცია "ევერტონზე" მოვახდინოთ." დეილი ბლინდის და ფილ ჯონსის ტრავმების გამო, ლონდონელებთან პადი მაკნეირმა და ლუკ შოუმ ითამაშეს. რუნი ახალგაზრდებს აქებს. "ვფიქრობ, მათ მშვენიერი შთაბდეჭდილება დატოვეს. პადი მაკნეირს მეტოქის ერთ-ერთ ძლიერ მოთამაშესთან, დროგბასთან მოუწია ბრძოლა და დავალებას თავი კარგად გაართვა. რაც შეეხება ლუკს, მისი ნიჭის შესახებ ყველამ ვიცით. ის გარკვეული ხნის უთამაშებელი იყო, მაგრამ დაბრუნდა და მანაც ქება დაიმსახურა. ვფიქრობ, ეს ორი ახალგაზრდა დღევანდელი დღიდან მეტ თავდაჯერებულობას შეიძენენ" - დაასრულა რუნიმ.