"მანჩესტერ იუნაიტედმა" მირალემ პიანიჩისადმი ინტერესი განაახლა.
კონკურენციას კი "ლივერპული" გაუწევს, რომელსაც ბოსნიელის სახით სტივენ ჯერარდის შეცვლა სურს.
"იუნაიტედი" პიანიჩით ადრეც ინტერესდებოდა, სანამ მირალემმა მაისში ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც იტალიურ კლუბთან 2018 წლამდე აკავშირებს.
ლუი ვან გაალი ჯერ კიდევ ეძებს ცენტრალურ ნახევარმცველს, შესაფერის კანდიდატად კი 25-წლის ფეხბურთელი მიაჩნია.
"იუნაიტედი" ზაფხულში კვლავ დახარჯავს დიდძალ თანხას და მატს ჰუმელსის, მემფის დეპაისა და ნათანაელ კლაინის შეძენასაც ეცდება.
ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე კი დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა კევინ სტროოტმანის ვარიანტი, თუმცა ჰოლანდიელს მუხლის ტრავმა აწუხებს და ფორმაში მისი ჩადგომა საეჭვოა.
ალტერნატიულ ვარიანტად პიანიჩის კანდიდატურა განიხილება, რომელიც "რომაში" საკუთარ მომავალს მომდევნო კვირაში მოჰფენს ნათელს.